რატომ არ არ მიეწოდება ელექტროენერგია რეგიონების დიდ ნაწილს? - კვირის პალიტრა

რატომ არ არ მიეწოდება ელექტროენერგია რეგიონების დიდ ნაწილს?

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

"დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება -  ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს.

''ინტერპრესნიუსი''