"გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა" - კვირის პალიტრა

"გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა"

დედა სიდონია გიორგი გაბუნიას გადაცემას და  საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა: "აი, რას ვფიქრობ: არც ჩემთვისააა სასიამოვნოდ მოსასმენი მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ, მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა. გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა.

რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან.

როცა სულიერი კრიზისები ეწყებათ, მაშინ რატო არ ვუდგავართ მხარში? მაგრამ მაშინ ყველა მაგარია ამპარტავანოს ძახილში! მერე თავისი პროტესტები ჯერ ფერად თმასა და საყურეებში გამოხატა, მერე კი - ამ ფორმით. რეალურად, არავინ იცის, რა ენატრება ძველი პერიოდიდან, რაზე სწყდება გული და ა.შ ვინმე დაუჯდა და დაელაპარაკა პირისპირ?

რაც შეეხება მეუფე იობს. მას პირადი რისხვის გამო, უფლება არ აქვს, წყევლა და შეჩვენება გამოიყენოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმთავრის ღირსებას იყენებს პირადი რისხვის გამოსავლენად. შეჩვენების უფლება მხოლოდ კრებას აქვს და არა- ცალკეულ მღვდელმთავარს. ამბობენ, წმინდა ნიკოლოზმა ხელი გაარტყა არიოზსო გმობისთვის, მაგრამ არ შეუჩვენებია.

ანათემას, შეიძლება კრებულმა გადასცეს ერეტიკოსი, და არა - ერთი დაბნეული ადამიანი.

გული მტკივა რომ, კაცობრიობის არსებობის ალფა და ომეგა არავის ახსოვს. (ყოველ შემთხვევაში ქმედებებში ასე ჩანს)და, ამ გაუთავებელ ავანტიურასა და აგრესიაში ვსპობთ სიყვარულსა და სიხარულს- მცნებათა შორის უპირატესს! ... ისე, თუ ტელევიზიას ერთი კონკრეტული გადაცემისა და ჟურნალისტის გამო ვუცხადებთ ბოიკოტს, საპატრიარქოს, თუნდაც ერთი ჩემნაირი უღირსის გამო (უღირსები კი მას მრავლად ჰყავს) ვინ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა ფორმით?

სიყვარულით, დედა სიდონია". იხილეთ ასევე: "ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა