პრემიერის სელფი, ელეგანტური პირველი ლედი და... - ფოტოები 26 მაისის ღონისძიებებიდან - კვირის პალიტრა

პრემიერის სელფი, ელეგანტური პირველი ლედი და... - ფოტოები 26 მაისის ღონისძიებებიდან

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.

თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად დაესწრნენ პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, ლიეტუვასა და სომხეთის პრეზიდენტები.

რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია იმ ადამიანების ფოტოები (პლაკატები), რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გარკვეულ ლოკაციებზე უკვე მოწყობილია ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

გთავაზობთ დღევანდელი ღონისძიებების ამსახველ ფოტოებს

იხილეთ ფოტოგალერეა