"არაფერს ვნანობ, ბედნიერი ადამიანი ვარ"
"არაფერს ვნანობ, ბედნიერი ადამიანი ვარ"
დავინტერესდით, როგორ ცხოვრობს და რა მიზნები აქვს 25 წლის ლარა იანს, რომელიც "ვიცე-მის საქართველო" გახლავთ. აღმოჩნდა, რომ მოდელობის გარდა, ლარას სხვა პროფესიებიც ჰქონია, ხოლო მისი მთავარი ოცნება ერთ კონკრეტულ სფეროს უკავშირდება...

- 2014 წელს, "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში ვმონაწილეობდი. შემდეგ, რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი - სააგენტოსთან შეხება არ მქონდა. როცა საქართველოში დავბრუნდი, ვიფიქრე, - სააგენტოში გავივლი, სტუმრად მივალ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ კასტინგი იმართებოდა და პირდაპირ კასტინგზე "შევიჭერი" (იღიმის). სხვათა შორის, რამდენიმე
წლის განმავლობაში, "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა მინდოდა, მაგრამ მზად არ ვიყავი - ყოველთვის გადავდე. რატომღაც, წელს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და "მის საქართველოს" მონაწილე გავხდი. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ყველა კონკურსანტი გოგონა ელოდება: ამისთვის ვემზადებით, ვვარჯიშობთ, თავს ვუვლით, ბევრ რამეს ვსწავლობთ. 2-3 თვეში ძალიან დავმეგობრდით -
ერთი ოჯახი გავხდით. "მის საქართველო" ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ვინც ხუთეულში მოვხვდით, ვფიქრობ, ყველანი გამარჯვებულები ვართ. შემოდგომაზე, საქართველოს სახელით, "მის უნივერსის" კონკურსზე გავემგზავრები.

ფსევდონიმი

- სომხური გვარი - პეტროსიანი მაქვს. მამა საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი სომეხია. დედა ქართველი გახლავთ, გვარად - ქართველიშვილი. ბავშვობიდან, საბავშვო ბაღის ასაკიდან სცენაზე ვდგავარ. ცოტათი რომ გავიზარდე, ვფიქრობდი, თუ რა ფსევდონიმი ამეღო. ლარა ჩემი სახელის შემოკლებული ვერსიაა, იანი კი - გვარის. ლარა იანი - ეს ფსევდონიმი დამრჩა.

"გული საქართველოსკენ მომიწევდა"

- დიდი ოჯახი მყავს. ჩემი და-ძმა დაოჯახებულები არიან. ჩემი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. წარმოშობით თელავიდან ვარ. მეც რუსეთში ვცხოვრობდი, ყოველ ზაფხულს კი საქართველოში ვატარებდი. სულ მინდოდა, საცხოვრებლადაც გადმოვსულიყავი - გული აქეთ მომიწევდა. 3 წლის წინ, ოჯახის წევრებს დაველაპარაკე: - მინდა, საცხოვრებლად საქართველოში გადავიდე-მეთქი. სწავლა რომ დავასრულე, იქ ყოფნა აღარ მინდოდა. ჩამოვედი, მუშაობა დავიწყე... აქ ქირით, დაქალებთან ერთად ვცხოვრობ. როცა ჩემი ოჯახი ჩამოდის, რა თქმა უნდა, მათთან ვარ. უბრალოდ, მე ასე მერჩივნა, რომ დაქალებთან ერთად, ცალკე მეცხოვრა და ჩემი საქმე მეკეთებინა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები