ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და მისმა რჩე­უ­ლმა ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რმა ჯვარი დაიწერეს (+ ფოტო, ვიდეო) - კვირის პალიტრა

ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და მისმა რჩე­უ­ლმა ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რმა ჯვარი დაიწერეს (+ ფოტო, ვიდეო)

ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელმა პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და მისმა რჩეულმა, ცნობილმა მოდელმა, ქრისტინე ძიძიგურმა, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონმა, სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარი დაიწერეს.

ქართველი პრინცი და ცნობილი მოდელი ოთხი წელია ერთად არიან. სამოქალაქო ქორწილი მათ ესპანეთში ქალაქ რონდაში გადაიხადეს. მაშინ წყვილმა ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები რონდას ვილაზე შეკრიბა. ქრისტინე ძიძიგურს ხელისმომკიდედ მისი ფრანგი მეგობარი სენდი ტრებუილი ჰყავდა. ხუანმა ხელისმომკიდედ ბავშვობის მეგობარი მადრიდიდან გონფალო სალგადო ასენსიო აირჩია. ქორწილში პატარძალს კრისტიან დიორის თეთრი კაბა, ხოლო ხუანს არმანის სამეული ეცვა. იხილეთ ფოტოგალერეა იხილეთ ასევე: "როცა ქრისტინე ვნახე, მეგობრობაზე მეტი მომინდა"