"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია" - აღმასრულებელი მომღერალს ქონებას დაუყადაღებს? - კვირის პალიტრა

"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია" - აღმასრულებელი მომღერალს ქონებას დაუყადაღებს?

ბორის ბედია შვილს ალიმენტს არ უხდის

როგორც შევიტყვეთ, ახალგაზრდა უკრაინელი ქალბატონისა და ბორის ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა სასამართლო დავით დასრულდა. ქალი იძულებული გახდა, მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ირწმუნებოდა, რომ მისი გოგონას მამა ბორის ბედია იყო. მან სასამართლოს გზით მოითხოვა, მომღერალს საკუთარი შვილი ეღიარებინა და გვარი მიეცა. თავად მომღერალი კი მამობაზე უარს ამბობდა. აცხადებდა, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. მართალია, ისინი ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებული, მაგრამ წლების წინ მედიაში იწერებოდა სტატიები მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე.

კერძოდ, 2014 წელს პრესაში წერდნენ, რომ ბორისი ქორწინდებოდა უკრაინელ ლარისა სტროკინაზე. მაშინ მომღერალი მედიასთან ამბობდა: "ჯერ არ გადამიწყვეტია ცოლის მოყვანა, თუმცა ყველაფერს დრო მიჩვენებს. გოგონასთან, რომელთანაც მე ვარ, ძალიან მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ... ჩემი განუმეორებელი შარმითა და უნიკალური ხმით დავიპყარი მისი ულამაზესი გული".

ასევე წერდნენ, რომ 27 წლის ლარისა ბორისმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. გოგონა თავის ძმასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მერე აეწყო მათი ურთიერთობა. როგორც ჩანს, მათი გზები მერე გაიყო და ბოლოს საკუთარი შვილის მამობაზეც უარი თქვა. სწორედ ამიტომ, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციების გადამოწმება ლარისას ადვოკატთან, ნინო ლალიაშვილთან ვცადეთ.

ექსკლუზიურად გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

- ქალბატონო ნინო, როგორც შევიტყვეთ, თქვენ იცავთ უკრაინელ ქალს, რომელიც ბორის ბედიას შვილის აღიარებას სთხოვს. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო დავები ქალმა მომღერალს მოუგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბედიას შვილისთვის ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. იქნებ გვიამბოთ ამ დავის დეტალებზე?

- დიახ, ეს სიმართლეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ქალბატონმა, რომელიც უკრაინელი გახლავთ, ქალაქ დონეცკიდან. ის ფაქტობრივად, ბორის ბედიას მეუღლე იყო, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ოჯახში რძლად იყო მიღებული. პერიოდულად თბილისში ბორისის სახლში იყვნენ, ხან უკრაინაში მიდიოდა ბორისი და გოგოს სახლში ცხოვრობდა. მთელმა სანათესავომ იცოდა მათი ურთიერთობა. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ - ზრუნავდა ქალზე. როცა გაიგო, ფეხმძიმედ დარჩა, არც მაშინ გაუპროტესტებია ეს ფაქტი. პირიქით, ინტერესდებოდა, როგორ იკვებებოდა მომავალი დედა. თურმე უნდოდა, უკრაინაში აეწყო კარიერა და ამისთვის ემზადებოდა. მაგრამ მერე უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში გართულდა ვითარება, გაჩაღდა ომი და რატომღაც ეს გოგონა სწორედ ამ ომს უკავშირებს მათი ურთიერთობის დანგრევას.

- ომი რა შუაშია?

- მოგეხსენებათ, იქ რთული ვითარებაა. საქართველოდან ის ბორისმა და ბორისის დედამ გააცილეს აეროპორტიდან. მერე ატყობდა, რომ ბორისმა გული აიცრუა, ზარებს კი პასუხობდა, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა დროს და აღარც მზრუნველობდა. ჩამოაკითხა საქართველოში ძმასთან ერთად, მაგრამ ბორისი დაემალა და არ შეხვდა. ამბობს, - ვხედავდი, ოთახში როგორ ჩაიკეტა და არ გამოვიდაო. მეორედაც ჩამოვიდა და სცადა შეხვედრა, მაგრამ არც ამჯერად შეხვდა.

ქალი შვილს ელოდა და ბუნებრივია, ურთიერთობის გარკვევა სურდა. მერე გაჩნდა პატარა გოგონა, ის უკვე სამი წლისაა და დედას სურს, შვილი მამის გვარზე იყოს. ბორისი ეუბნებოდა, რომ ბავშვი არ იყო მისი შვილი. მამამ შვილზე უარი თქვა და ამიტომ ვიჩივლეთ სასამართლოში.

- რას ითხოვდით სასარჩელო განცხადებით?

- სარჩელის მოთხოვნა იყო მამობის დადგენა და პარალელურად - ალიმენტის გადახდა. ქალი ძალიან გულგატეხილი იყო და არ ელოდა, რომ უცხო ქვეყანაში სიმართლეს დაამტკიცებდა. ბორის ბედია ბოლომდე ამბობდა, რომ ბავშვი არ იყო მისი შვილი და ამ გოგოსთან მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობა ჰქონდა. ფაქტები სხვას მეტყველებდნენ: არსებობდა მათი მიმოწერები, იყო ფოტომასალა, ბორის სახლში გადაღებული, ასევე, ბორისი - გოგოს სახლში. ბორისის მამის საფლავზეც კი ჰყავდათ მიყვანილი. ეს იყო რეალურად ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც 2 წელი გაგრძელდა. განათლებული გოგოა, ლექტორია, უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, უფრთხილდება თავის სახელსა და რეპუტაციას და ასეთი დამოკიდებულება მის ღირსებაზე მოქმედებდა.

- ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მისი შვილი იყო? გაგრძელება