"თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ მთვრალ მძღოლს" - 10 მძღოლი, რომელთაც 7 წელიწადში ჯამში 600-ზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს - კვირის პალიტრა

"თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ მთვრალ მძღოლს" - 10 მძღოლი, რომელთაც 7 წელიწადში ჯამში 600-ზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს

აუდიტის სამსახურმა, საგზაო უსაფრთოების კუთხით შსს–ს მუშაობის ეფექტურობის შესწავლისას, ნაკლოვანებები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრებაში გამოავლინა.

არსებული ინფორმაციით, მარტო 10 მძღოლზე 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი), მათ შორის, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 92.4% ანუ 546 ჯარიმა (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის განსაზღვრული, თუ რა სახის გადასახადი უნდა დაეკისროს პირს, რომელიც ამ სახის ქმედებას იმეორებს სისტემატურად, ანუ, მისი ქმედება უკვე რეციდივის ხასიათისაა და სერიოზულ

საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისათვის.

აუდიტის სამსახურის თქმით, აღნიშნული საკითხის დაურეგულირებლობის შედეგად, ზოგიერთი მძღოლი სისტემატურად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ჯარიმდება კიდეც, თუმცა ჯარიმების დიდ ნაწილს არ იხდის და მოქმედ ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზების გამო, ვერ ხერხდება მის ქცევაზე ადეკვატური რეაგირება - საჭირო და პროპორციული სანქციის გამოყენება.

გაგაცნობთ 4 მძღოლის ისტორიას, რომელიც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია შესული.

მძღოლი N1

ცხრილში მითითებული "მძღოლი N1", მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას. 2017 წელს საპატრულო პოლიციის, იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-პოლიციელების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მძღოლი 127-ჯერ არის დაჯარიმებული. აქედან, 120 შემთხვევაში ჯარიმა გამოწერილია ასკ 116-ე მუხლის 4 3 ნაწილით, ანუ, ზემოხსენებული პატრულ-პოლიციელები თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ "მძღოლ N1"-ს და აჯარიმებდნენ მას, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ერთი და იმავე პატრულ-ინსპექტორების მიერ ამ პირისათვის 11-11 ჯარიმა არის გამოწერილი. სულ, 2013-2017 წლებში "მძღოლი N1" დაჯარიმებულია 233-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 323.5 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 870 ლარი (2.7%). დანარჩენი ჯარიმები ან აღსრულებაზეა გადაცემული, ან ჯერ კიდევ გადაუხდელის სტატუსი აქვთ. გარდა ამისა, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 9 დღით (7 და 2 დღე). განაგრძეთ კითხვა