"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ბარაკ ობამამ დაუშვა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ბარაკ ობამამ დაუშვა"

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაუშვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პრესკონფერენციისას განაცხადა.

"ყირიმი ობამას ადმინისტრაციის დროს იყო ხელიდან გაშვებული", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ ყირიმის აღება". „რატომ გააკეთა მან ეს? მე შესაძლოა სულ სხვა მიდგომა მქონოდა ამ საკითხთან მიმართებაში“, - დასძინა დონალდ ტრამპმა. "ინტერპრესნიუსი"