ცარიელი კუბოების სასაფლაო ფარავნის ხევში
ცარიელი კუბოების სასაფლაო ფარავნის ხევში
ნინოწმინდა-ახალქალაქის საზღვარზე, სოფელ სათხესა და ნინოწმინდის სადგურის ახლოს, რუსეთიდან ჩამოსვენებულ მოქალაქეთა თუთიის კუბოების ხილვა აღარავის უკვირს

ნინოწმინდა-ახალქალაქის რეგიონში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვა ეროვნებისაა, ქვეყნის სხვა კუთხეების მსგავსად, მიგრაციის ტალღა მძლავრია. სომეხი მოსახლეობა სამუშაოს საძებნელად რუსეთში მიდის. Aიქ კი, როგორც წესი, სტუმართმოყვარეობას არ იჩენენ - მძიმე შრომას და დაბალ ანაზღაურებას მძიმე კრიმინოგენული ვითარებაც ერთვის, რასაც ბევრი ჩვენი მოქალაქე ეწირება. ამის დასტურად სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტომ "სამხრეთის კარიბჭე" ნინოწმინ
და-ახალქალაქის საზღვარზე, სოფელ სათხესა და ნინოწმინდის სადგურის ახლოს რუსეთიდან თუთიის კუბოებით ჩამოსვენებულ მოქალაქეთა ფოტოები გამოაქვეყნა. ჩამოსვენების შემდეგ ცხედრები სამუდამო კუბოებში გადაჰყავთ, თუთიისას კი ხევში ყრიან.

კარენ წაღურიანი, ნინოწმინდის რკინიგზის სადგურის მორიგე: "სადგური ხევის ახლოს არის და ბევრჯერ გადამიხედავს. გადაყრილ ძველ კუბოებს დროდადრო ახლები ემატება. იქვე ყრია მიცვალებულების ტანსაცმელიც. აქ
სამუშაო არ არის და ხალხი გარბის, ბევრი ცოცხალი ვეღარ ბრუნდება".

ლუსტ პალოიანი, სოფელ სათხეს რწმ­უნებული: - რუსეთში ბევრი ჩვენი მოქალაქე იხოცება - ან სხვა კლავს, ან ერთმანეთს ხოცავენ. ცხედრებს თუთიის კუბოებით თვითმფრინავებით მოასვენებენ ერევნის ან თბილისის აეროპორტებში, იქიდან კი შინ გადმოაქვთ.

- რისი ბრალია ახალგაზრდობის მასობრივი სიკვდილიანობა რუსეთში?
- ჩვენგან გამოუცდელი ბიჭები მიდიან, როგორც კი სკოლას დაამთავრებენ, მაშინვე სამუშაოდ უნდათ წასვლა. ფული სჭირდებათ. ძირითადად, მშენებლობებზე მუშაობენ და ბევრი მძიმე შრომას ვერ უძლებს, ან ნაშოვნ ფულს გართობაში ხარჯავენ, სვამენ, ჩხუბობენ და მკვლელობებიც ხდება.
არამარტო ახალგაზრდები, რუსეთში 70 წელს მიღწეული ხალხიც გვეხოცება. მათ იქ მთელი ცხოვრება აქვთ გატარებული და ცდილობენ, სანამ შეძლებენ, დარჩნენ. სოფლებში მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები რჩებიან. საქონელი ჰყავთ, მაგრამ მათი შემოსავალი ვის ეყოფა? ადრე კარტოფილით ირჩენდნენ თავს, ახლა კი თურქეთიდან შემოდის და ფასი ძალიან დაეცა. ამიტომაც კარტოფილის მოყვანას ჩვენს სოფლებში ბევრმა დაანება თავი.

- ფარავნის ხევში გადაყრილი კუბოები მძიმე სანახავია, ტერიტორიას რატომ არ ასუფთავებენ? ნინოწმინდაში დასუფთავების სამსახური არ არის?
- არის, მაგრამ ის ტერიტორია ახალქალაქს ეკუთვნის და მათ უნდა დაასუფთაონ. ახალქალაქის მერის, იური უნანიანის თქმით კი, ტერიტორია მათი არ არის და არც დასუფთავება ევალებათ.
როგორც ახალქალაქის მერიაში გვითხრეს, რუსეთში დაღუპულთა შDორის ახალქალაქის სომხურენოვანი სოფლების მკვიდრნიც მრავლად არიან. სამწუხაროდ, ეს არავის აშინებს და რუსეთში მაინც მიემგზავრებიან სამუშაოსა და ფულის საშოვნელად.
ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები