"ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, თუმ­ცა არას­დროს იმ­ჩნევ­და ამას"- რას წერენ კოლეგები გიო ხუციშვილზე - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, თუმ­ცა არას­დროს იმ­ჩნევ­და ამას"- რას წერენ კოლეგები გიო ხუციშვილზე

56 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის კოლეგები ავრცელებენ.

"გიო აღარ გვყვავს...", - წერს ეკა კვალიაშვილი.

"ჩვენი გიო აღარ არის", - წერს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი.

გიო ხუციშვილის გარდაცვალებას ეხმაურება ასევე ნოდიკო ტატიშვილი: "სიმღერა რომ ვიმღერეთ თბილისობაზე უკვე ძალიან ცუდად იყო, თუმცა არასდროს იმჩნევდა ამას! დამენანა და გული დამწყვიტა მისმა წასვლამ! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!"

შეგახსნებთ, მომღერალი ხანგრძლივი დროის განამვლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ცოტა ხნის წინ გიო ხუციშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის იყო დუეტები მეუღლესთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.

ambebi.ge