"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ეტა­პი იყო და რა­ღა­ცის თა­ვი­დან დაწყე­ბის არას­დ­როს შემ­ში­ნე­ბია"
"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ეტა­პი იყო და რა­ღა­ცის თა­ვი­დან დაწყე­ბის არას­დ­როს შემ­ში­ნე­ბია"
"ამღერებულ ბიჭებს აფხაზებმა ტყვია არ გვესროლეს"

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ მას უმძიმესი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა...

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

29 მაის ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის
ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მა­ნამ­დე მომ­ღე­რალ­მა კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, სა­დაც ოცი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის
იყო დუ­ე­ტე­ბი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან, ზუკა ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად.

დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალმა "გზამ", სადაც გიო ხუციშვილმა თავისი ცხოვრების ეპიზოდებზე ისაუბრა.

სცე­ნას შე­მოვ­რ­ჩი
- ბავ­შ­ვო­ბა­ში ვცუ­რავ­დი, თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვი­დე­ქი, წყალ­ბურ­თ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს
ნაკ­რე­ბის წევ­რი ვი­ყა­ვი. გარ­და ამი­სა, ვმღე­რო­დი, მაგ­რამ სცე­ნა არ მი­ზი­დავ­და. მშობ­ლე­ბი სიმ­ღე­რას მა­ძა­ლებ­დ­ნენ. ბავ­შ­ვო­ბა­ში ზუ­კა­ზე მა­ღა­ლი ხმა მქონ­და. ჩე­მი და კარ­გად მღე­რო­და - ნა­ნა გე­ლო­ვა­ნი­სა და ხა­თუ­ნა ხუ­ციშ­ვი­ლის დუ­ე­ტი ცნო­ბი­ლი იყო. ერ­თხელ, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შაკ­თა სახ­ლ­ში მათ კონ­ცერტს ვეს­წ­რე­ბო­დი. 5 წლი­სა ვიქ­ნე­ბო­დი, პუტ­კუ­ნას მოკ­ლე შარ­ვა­ლი მეც­ვა და პირ­ველ რიგ­ში ვი­ჯე­ქი. ვი­ღა­ცამ წე­რი­ლი გად­მო­მა­წო­და, - კონ­ცერ­ტის წამ­ყ­ვანს გა­და­ე­ციო. სცე­ნა­ზე ავე­დი. თურ­მე, წე­რილ­ში ეწე­რა: "ეს ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად ამ­ღე­რეთ". წამ­ყ­ვან­მა ხე­ლი მომ­კი­და. გავ­ჯი­უტ­დი, მაგ­რამ სცე­ნა­ზე მა­ინც დამ­ტო­ვეს. ვი­ნერ­ვი­უ­ლე, არ ვი­ცო­დი, რა მემ­ღე­რა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან სულ დი­დი კა­ცე­ბის სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო 5 წლის ბავ­შ­ვის­გან "მე ვარ თა­მა­და ამ სუფ­რა­ზე" - ასე­თი და მსგავ­სი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნა.

მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლ­ში მუ­დამ ქე­ი­ფი იყო. ზოგ­ჯერ გა­მაღ­ვი­ძებ­დ­ნენ, მეც ავ­დ­გე­ბო­დი და სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ვმღე­რო­დი. ალ­ბათ, 5-6 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მა­ჩემ­თან ერ­თად, გია ყან­ჩე­ლი მო­ვი­და ღა­მის 2 სა­ათ­ზე და მთხო­ვეს, მემ­ღე­რა. ჩე­მი და უკ­რავ­და, მე კი ვმღე­რო­დი. დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე, ბა­ტონ­მა გი­ამ გა­მო­მი­ა­რა და ხმის ჩამ­წერ სტუ­დია "მე­ლო­დი­ა­ში" წა­მიყ­ვა­ნა. მი­სი უზო­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან ჩე­მი ხმის პირ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რი დარ­ჩა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვუფ­რ­თხილ­დე­ბი. მე­რე ბევ­რი ან­სამ­ბ­ლი მთხოვ­და, რომ მათ­თან მემ­ღე­რა, მაგ­რამ სცე­ნა­ზე დგო­მა არ მინ­დო­და. მა­მუ­კა ჩარ­კ­ვი­ა­ნის "ბრა­ლი­ა" სცე­ნა­ზე ჩე­მი ას­ვ­ლა. სტუ­დენ­ტო­ბის მე­რე, მე და მა­მუ­კა ჩარ­კ­ვი­ა­ნი, მის სიმ­ღე­რას ვმღე­რო­დით, ერ­თხელ სცე­ნა­ზეც ავე­დით და შე­მოვ­რ­ჩით.

მუ­სი­კის ენა
- აფხა­ზე­თის ომის დროს ოჩამ­ჩი­რე­ში, დამ­წ­ვარ, დან­გ­რე­ულ სახ­ლ­ში შე­ვე­დით, სა­დაც რო­ი­ა­ლის გარ­და, არა­ფე­რი დაგ­ვ­ხ­ვ­და. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, მი­შა ჭა­ბუ­კი­ან­მა და­უკ­რა, მე ვიმ­ღე­რე, ბი­ჭე­ბიც ამ­ყ­ვ­ნენ და სიმ­ღე­რა სამ ხმა­ში გავ­შა­ლეთ. პა­ტა­რა მი­ხომ იცეკ­ვა (ა­სე ვე­ძახ­დით ერთ ბიჭს, რომ­ლის გვა­რი არ მახ­სოვს). ყვე­ლა გავ­მ­ხი­ა­რულ­დით და რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, ომი გა­დაგ­ვა­ვიწყ­და. ჩვენ ვმღე­რო­დით და მე­ო­რე სახ­ლ­ში აფხა­ზე­ბი იყ­ვ­ნენ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი. მუ­სი­კის ხმა და ჩვე­ნი სიმ­ღე­რა რომ გა­ი­გო­ნეს, გა­ჩუმ­დ­ნენ და... ერ­თი ტყვი­აც არ გვეს­რო­ლეს. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს მუ­სი­კამ დაგ­ვა­კავ­ში­რა ერ­თ­მა­ნეთს. ეს ერ­თ­გ­ვა­რად, სიმ­ბო­ლუ­რი ფაქ­ტი იყო. ასე ხდე­ბა, მუ­სი­კის ენა ყვე­ლას ეს­მის. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, თუმ­ცა არას­დროს იმ­ჩნევ­და ამას"- რას წერენ კოლეგები გიო ხუციშვილზე

...
12 ივნისი 2018 09:30
საბაჟოზე მუშაობისას კაი ფული კი მოჭრა.
romani
12 ივნისი 2018 08:29
საოცარი ხალხი ვართ ქართველები,ვინც არუნდა მოკვდეს ვიძახით ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთო,გიოს ვთხოვე პანორამის მშენებლობის გამო პ რობლემა მქონდა ჩემი საკუთრების, რომლის ფართია 31 კვ. მეტრი და მან წილში ჩაჯდომა მომთხოვა,ასე ჩაიგდო ხელში პუშკინის 7-ში მდებარე კაფე-რესტორანი =მადა=ს წილიც,ის ავიწყდებათ რომ ბოლოს უფალთან წარსდგებიან სამსჯავროზე,ისაა ყველაზე დიდი მსაჯული!
tamuna
11 ივნისი 2018 23:24
shen suls venacvale gio.magari adamiani iyavi.gmertma natelshi gamyofos.nagdo adamiano

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?