"თა­ვი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რა მე და­მი­ტო­ვა..." - უცნობი ისტორიები გიო ხუციშვილზე
"თა­ვი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რა მე და­მი­ტო­ვა..." - უცნობი ისტორიები გიო ხუციშვილზე

"გიოს ვერ და­ვემ­შვი­დო­ბე... ასე დავ­წე­რე კი­დეც: "დრო­ე­ბით ჩემო ძმო­ბი­ლო, დრო­ე­ბით" - გვე­უბ­ნე­ბა კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა და მომ­ღე­რალს ბო­ლომ­დე გვერ­დით და­უდ­გა.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის გიო ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და გულ­წრფე­ლად ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მარ­თლაც და­აკ­ლდა ქა­ლაქს. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი გიო ხუ­ციშ­ვი­ლი ჰყავს და დღეს AMBEBI.GE-სთან ამ მო­გო­ნე­ბებს აცო­ცხლე­ბენ...

დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"რო­დე­საც ვუ­თხა­რი, რომ მისი ვარ­სკვლა­ვი უნდა
გაგ­ვეხ­სნა, მისი ბედ­ნი­ე­რი სახე უნდა გე­ნა­ხათ - უც­ბად მოძ­ლი­ერ­და. მე, მისი მე­უღ­ლე, ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე და ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და რო­დე­საც და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მისი სა­ღა­მო, რა­ღაც მო­მენ­ტში თქვა - არა, ეს არ გა­მო­ვა. რა­ტომ-მეთ­ქი? ცუ­დად ვარ და მთე­ლი კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ
ვიმ­ღე­რე­ბო. ვუ­თხა­რი, სხვე­ბი იმ­ღე­რე­ბენ, ბო­ლოს გა­მოხ­ვალ და მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­ფე­რე­ბი-მეთ­ქი. ეს მო­ე­წო­ნა, კარ­გია, მა­ყუ­რე­ბელს მარ­თლა მინ­და მო­ვე­ფე­რო და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც მათ­გან ვგრძნო­ბო...

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის სა­ღა­მო იყო სა­ო­ცა­რი. ის თა­ვის მსმე­ნელს და­ემ­შვი­დო­ბა, თუმ­ცა არა­ვის სჯე­რო­და, რომ ასე მალე წა­ვი­დო­და... ბო­ლოს ერ­თად უწ­მინ­დეს­თან ვი­ყა­ვით, არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი ბედ­ნი­ე­რი სახე... პატ­რი­არ­ქმა სან­თლე­ბი აჩუ­ქა, სახ­ლში რომ მი­ვი­და, მა­შინ­ვე და­ან­თო... იქი­დან რომ გა­მო­ვე­დით, ერთი რამ მი­თხრა, რაც გულ­ში ხინ­ჯად მაქვს და ჩემს თავს ვერ ვპა­ტი­ობ. იქ­ნებ ამ დღე­ებ­ში მე, შენ და ბა­კუ­რი (ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე კონ­ცერ­ტის რე­ჟი­სო­რი იყო - ავტ.) დავ­სხდეთ, მინ­და, მო­გე­ფე­როთ იმის­თვის, რო­გო­რი კარ­გი სა­ღა­მო გა­მო­ვი­დაო. ის­რა­ე­ლი­დან რომ ჩა­მოხ­ვალ, მა­შინ დავ­სხდეთ-მეთ­ქი. ვფიქ­რობ, რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, ის­რა­ელ­ში ვე­ღარც წა­ვი­და. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ურე­კავ­და, მად­ლო­ბას უხ­დი­და, თით­ქოს ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. კონ­ცერ­ტმა ბედ­ნი­ე­რი გა­ხა­და. მძი­მე სენს ბოლო წუ­თამ­დე ებ­რძო­და. მე­უბ­ნე­ბო­და, ამე­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი გვაქვს სა­ბუ­თე­ბი და იქი­დან პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი­თო. ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

მი­ჭირს გი­ო­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, ვინც 29 მა­ისს და­ა­ფა­სა და კონ­ცერ­ტზე მო­ვი­და, მო­ე­ფე­რა გიოს. მის ბედ­ნი­ერ სა­ხეს ვერ ვი­ვი­წყებ, რო­დე­საც მისი ვარ­სკვლა­ვი იხ­სე­ნე­ბო­და, მსმე­ნელს შეჰ­ხა­რო­და. სულ ვამ­ბობ, ვარ­სკვლავს დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი არ ხსნის, ვარ­სკვლავს ხნის ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი თუ არ გაქვს, გახ­სე­ნი რამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვიც გინ­და... გიომ ვარ­სკვლა­ვი ხალ­ხის­გან და­იმ­სა­ხუ­რა".

კომ­პო­ზი­ტო­რი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის უამ­რა­ვი სიმ­ღე­რა გიო ხუ­ციშ­ვილ­მა რო­გორც მარ­ტომ, ისე ნა­ტოს­თან ერ­თად, დუ­ეტ­ში ააჟ­ღე­რა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მსმე­ნელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს...

"ჩემ­თვის გიოს სა­ხით თბი­ლი­სის დიდი ნა­წი­ლი მოკ­ვდა. ჩემი 20 წელი მოკ­ვდა, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, მე­სა­ი­დუმ­ლე, ოჯა­ხის წევ­რი დავ­კარ­გე, გი­ოს­თან ერ­თად, ჩემ­ში ეპო­ქა მოკ­ვდა. არც ვიცი, რა გან­ცდა მაქვს, სა­ო­ცა­რი - ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ სა­ნამ დი­ლით ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვი­გებ­დი, გიო სიზ­მარ­ში და­მემ­შვი­დო­ბა, გა­ვიღ­ვი­ძე და გიო მარ­თლაც აღარ იყო. ეს სიზ­მა­რი არას­დროს ამო­მი­ვა თა­ვი­დან. ჩემ­თან სახ­ლში მო­ვი­და, დე­რე­ფან­ში იდგა, ოღონდ, უკვე ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გიო, გა­და­მეხ­ვია - ხომ იცი, რო­გორ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო. რომ გა­მო­ვიღ­ვი­ძე, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ არ იყო. არ ვიცი, ეს რა ჯაჭ­ვია... ფაქ­ტია, რომ ჩემი ნა­წი­ლი იყო... ოჯა­ხის წევ­რე­ბი დავ­კარ­გე და ასე­თი რამ არა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას არ მქო­ნია.

მოკ­ლედ, ამ დი­ლას, ტე­ლე­ფო­ნამ­დე არც მივ­სულ­ვარ, რომ ამ­ბა­ვი გა­მე­გო, ჩემს თავ­ში გიოს უკვე და­ვემ­შვი­დო­ბე. ბოლო ორი დღე ცუ­დად იყო, საკ­ვებ­ზეც უარი თქვა, მაგ­რამ მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მა­ინც არ ვუშ­ვებ­დი... დღეს გი­ოს­თან ერ­თად ვა­ცი­ლებ ბევრ ლა­მაზ წელს, მო­გო­ნე­ბას. ალ­ბათ ოდეს­მე მეც და ყვე­ლა იქით წა­ვალთ, თუმ­ცა იცო­ცხლებს ის, რაც მე და გიომ დავ­ტო­ვეთ, ვი­ღა­ცის­თვის მა­ინც აყ­ვავ­დე­ბა ნუში. ერთი რამ ვიცი, რომ ერ­თად ბევ­რი რამ შევ­ძე­ლით. ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ამ სიმ­ღე­რე­ბით გა­ვა­ბედ­ნი­ე­რეთ. ასე რომ, რამ­დენ­ჯე­რაც ეს მუ­სი­კა აჟ­ღერ­დე­ბა, ვი­ღა­ცის­თვის მა­ინც იყ­ვა­ვი­ლებს ნუში და გიო გა­ცო­ცხლდე­ბა... ბევ­რი წელი ამ ქა­ლაქ­ში ერ­თად მო­ვი­ტა­ნეთ და ჩვე­ნი ტან­დე­მით ეს ქა­ლა­ქიც ვა­ბედ­ნი­ე­რეთ. ვზი­ვარ ახლა ჩემ­თვის და ნა­ბიჯს ვერ ვად­გამ, არ მინ­და, რომ ისე­თი ვნა­ხო, რო­გო­რიც ახ­ლაა. ჩემს თვალ­წინ კად­რე­ბად გარ­ბის მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, სა­ა­თე­ბი, წუ­თე­ბი.

ბო­ლოს დიდი ხანი არ გვიმ­ღე­რია, მაგ­რამ არ არ­სე­ბობ­და დღე, ჩემ­თვის არ და­ე­რე­კა. ბოლო 4 წელი, როცა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, იცო­და, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და სულ მთხოვ­და - ნა­ტაშ, დეპ­რე­სი­ი­დან გინ­და გა­მო­გიყ­ვა­ნო და გა­მო­გი­ა­რო? ჩემი სიმ­ღე­რე­ბი შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი ჰქონ­და, იმა­საც ვერ იტან­და, რომ ვინ­მე რო­მე­ლი­მეს იმ­ღე­რებ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ამი­ტომ ცო­ტას ეგო­ის­ტობ­და..."განაგრძეთ კითხვა

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ეტა­პი იყო და რა­ღა­ცის თა­ვი­დან დაწყე­ბის არას­დ­როს შემ­ში­ნე­ბია"
truker
13 ივნისი 2018 07:52
ვახ რა გული მეტკინა ამ კაცის სიკვდილით. შემთხვევით გავხსენი წერილი არც ვიცოდი ეს უბედურება თუ იყო მომხდარი. გაანათლოს გამჩენმა .კიდევ ერთი მაგარი კარგი ქართველი გამოგვაკლდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?