"ყველას ვერ მოვეწონები, "კეკეს" პერსონაჟიც ვერ მოეწონება" - კვირის პალიტრა

"ყველას ვერ მოვეწონები, "კეკეს" პერსონაჟიც ვერ მოეწონება"

ახალგაზრდა ქალი - კეკე, რომელიც ფიქრობს, რომ "სახლის მოდას" ჩაუყრის საფუძველს და ამ თემას ტელეგადაცემასაც უძღვნის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟი გახლავთ. მის როლს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - თაკო ჭანუყვაძე ასრულებს. სერიალის მაყურებლებმა იციან, რომ კეკე თავისი შვილის ძიძას ქურდობაში ადანაშაულებს და ამ ამბის გამოსააშკარავებლად დეტექტივსაც ქირაობს. რეალურად, თაკოს ოჯახშიც მუშაობს ძიძა... რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ მსახიობსა და პერსონაჟს, ამაზე მსახიობი გულახდილად გვესაუბრა.

- თაკო, ხალხი კეკესთან გაიგივებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს პერსონაჟთან მაიგივებენ, თუმცა, კეკესგან რადიკალურად განვსხვავდები - სხვა ფასეულობები და შეხედულებები მაქვს, ყველა თემასთან დაკავშირებით.

- კეკე როგორია?

- ადამიანი, რომელიც ძირითადად, ჩაცმაზეა ორიენტირებული. საკუთარი საქმე არ აქვს. ამის გამო, წვრილმანებით არის დაკავებული. ჩემი პერსონაჟისგან თუნდაც, ამით განვსხვავდები: მე ჩემი საქმე მაქვს, პროფესიით მსახიობი გახლავარ, თეატრში ვმუშაობ და აქტიურად დაკავებული ვარ.

- კეკე საინტერესო პიროვნებაა?

- ასე ვერ გეტყვით... ვიღაცისთვის შეიძლება, საინტერესო იყოს, ვიღაცისთვის - უინტერესო.

- თქვენთვის? მაგალითად, მასთან დაქალობას ისურვებდით?

- რატომაც არა! ასეთი ადამიანები არსებობენ და მათთან მეგობრობა პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მე ცოტათი სხვა შეხედულებები მაქვს. გაგრძელება