"ჯერ წვენ­სა­წუ­რი აპა­რა­ტი მო­უ­პა­რავთ, მერე კი ნა­ვაჭ­რი თან­ხა" - კვირის პალიტრა

"ჯერ წვენ­სა­წუ­რი აპა­რა­ტი მო­უ­პა­რავთ, მერე კი ნა­ვაჭ­რი თან­ხა"

"მზიურში" 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს. ამის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე OK! Magazine-ის რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძე წერს:

"ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?

გუშინ გიგისთან რომ მივედით, ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ; ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ - მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს - ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო - მიდის და ქურდავს.

გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან", - წერს ჯიბლაძე.

შეგახსენებთ, აპრილში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი „მზიურის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური გაუხსნეს. იხილეთ ასევე: "საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მე ამას შევძლებდი..."