"კვირიკაშვილმა ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო"
"კვირიკაშვილმა ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო"
გამოსავალი არის არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართული ბრიფინგიდან ნათლად ჩანდა, რომ ის პრემიერის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებ
ის გამო მიდის.

"პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ: პირველი - მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები და მეორე - მან ისაუბრა, ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს,
რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქყვეყნის წინ წაყვანა, არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და არჩევნების გზით მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.

"ინტერპრესნიუსი"
ლიდია
14 ივნისი 2018 10:48
და არის კი საქართველოში ისეთი გუნდი რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტას შეძლებს?რატომღაც ყველას მოკლე მეხსიერება აქვს და ხელისუფლებაში მოსვლისას ქვეყანაც ავიწყდებათ და ხალხიც
Ardevani
14 ივნისი 2018 09:34
ასეა, ბიძინაა ქვეყნის მართველი, მალე პრეზიდენტიც გახდება, რა ძნელი მისახვედრია?
ტასო
13 ივნისი 2018 20:23
გასაგებია. ერთადერთი გამოსავალი 7%-იანი ევრონაცები ყოფილან! მოკლედ, განდიდების მანიითაა შეპყრობილი ყველა პარტია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილებას?