15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის
15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის
15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის.

ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა
არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმ
ბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ
შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა... მას მერე, უკვე ერთი თვეა, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს. შინაგანი ორგანოები განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები