"მეუღლე მაქსიმალურად მიწყობს ხელს, საყვარელი საქმე რომ ვაკეთო" - კვირის პალიტრა

"მეუღლე მაქსიმალურად მიწყობს ხელს, საყვარელი საქმე რომ ვაკეთო"

"საქართველოში კაცი ყოველთვის უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობს, რადგან კაცია!"

"სუსტ მამაკაცებს ურჩევნიათ, სუსტ არსებასთან ჰქონდეთ საქმე, რათა თავი ძლიერად იგრძნონ და ურთიერთობების სადავე აიღონ ხელში... თამამი, ძლიერი ქალები, თვითონ დგამენ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებენ, მაგრამ ისეთი სუსტი კაცებიც არსებობენ, ძლიერი ქალის ფრთის ქვეშ ყოფნა რომ ურჩევნიათ... მათთვის მთავარი საკუთარი კომფორტია", - მომღერალი სოფო ბედია გვიყვება, თუ როდის არის ის ყველაზე ძლიერი.

- არა მგონია, რომ ძლიერი ქალი კაცს აშინებდეს! უბრალოდ, ძლიერი ქალის გვერდით მასზე ძლიერი მამაკაცი უნდა იდგეს. წარმატებული ქალი სუსტ და შეუმდგარ მამაკაცებს აშინებთ. განათლებულ ადამიანს ეამაყება გვერდით ძლიერი ქალის ყოლა.

- თავად ძლიერი ხარ?

- ვთვლი, რომ ცხოვრებამ გამხადა ძლიერი! დამოუკიდებელ და ძლიერ ქალად ჩამომაყალიბა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა რთულ ცხოვრებისეულ პრობლემებთან მომიხდა გამკლავება და შრომა, რომელიც ვთვლი, რომ დამიფასდა.

- რა იყო ეს სირთულეები?

- ეს უკვე წარსულია, ამაზე საუბარი აღარ მინდა.

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- საკუთარი თავის სიძლიერეს მუდმივად ვგრძნობ, არასოდეს ვეშვები და ირგვლივ ყველაფერს ვაკონტროლებ. არ ვუშინდები დაბრკოლებებს და ყოველთვის ვიბრძვი დასახული მიზნის მისაღწევად.

- როგორია შენთვის ძლიერი ქალი?

- ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული პიროვნული თვისებები... წარმოადგენენ პიროვნებას, საკუთარი კონკრეტული ხასიათით, პრინციპებითა და ნიშან-თვისებებით. იციან, რა უნდათ ცხოვრებაში, შრომობენ და იღვწიან საკუთარი მიზნის მისაღწევად, არ უშინდებიან საზოგადოებასა და სხვა გარემო პირობებს... მარცხსაც ღირსეულად ხვდებიან, რის შემდეგაც ისევ უტეხად და თავაწეული აგრძელებენ ცხოვრებას.

- როგორ ფიქრობ, კაცი უნდა იყოს ოჯახისთავი? გაგრძელება