"მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის "შლეიფი" შვიდ ქალს მიჰქონდაო"
"მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის "შლეიფი" შვიდ ქალს მიჰქონდაო"
გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის კლასელის ინტერვიუს, "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც გაზეთმა 2013 წელს ჩაწერა.

"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...

ფოტოგალერეა


- ქალბატონო თინათინ, თქვენ მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო გამგებლის და ბრძანდებით. ჭორვილაში თქვენი ოჯახი
ცნობილია...

- დიახ, ეს ნუგზარის დამსახურებაა. გაჭირვებული
ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე
ექცევათო...

- თქვენ და ბიძინა ივანიშვილი პირველი კლასიდან ერთად იზრდებოდით. იქნებ მოიგონოთ რამე...
- მოსაგონარი იმდენი მაქვს, გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს... სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. მათემატიკაში ძალიან სუსტი გახლდით, პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც.

- დღეს მას ქართულს უწუნებენ...

- უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და, ალბათ, ბევრი რამ დაავიწყდა. ბრწყინვალე პედაგოგი გვყავდა, ჟუჟუნა გულიაშვილი. თუკი რამე კარგს ნახავდა, ბიძინასთან მოჰქონდა. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოები "ყორნალი" ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ეს წიგნი ხელში ჩაუვარდა და ბიძინას მოუტანა, მინდა შენც წაიკითხო, ოღონდ დღესვე დაამთავრე, ხვალ პატრონს უნდა დავუბრუნოო. წიგნის წაკითხვა მეც ძალიან მომინდა და პიონერთა ოთახში მე და ბიძინამ "ყორნალი" ერთად წავიკითხეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვკითხულობდი და ბიძინა მისმენდა. ძალიან კარგად ვიცი, როგორ სწავლობდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სულ მიკვირდა, მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა. მუსიკასა და ხატვას მამაჩემი გვასწავლიდა, ბიძინა სიმღერის ნიჭით არ გამოირჩეოდა და გუნდში მღეროდა. ძალიან კარგად სწავლობდა რუსულს, თუ რამის თარგმნა დაგვჭირდებოდა, დახმარებას მას ვთხოვდით... ბოლო წლებში ბიძინას სახლში ფიზიკურად აღარ ტვირთავდნენ, რადგან მთელ დროს სწავლას უთმობდა.

- როგორც ვიცი, ივანიშვილიც შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა?
- დიახ, ძალიან უჭირდათ... იანვარში კონცერტი გავმართეთ კლუბში, რომელსაც ბიძინას უფროსი ძმა ადიკო ესწრებოდა. ის მაშინ სტუდენტი გახლდათ და კურსელები ჰყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. კონცერტზე მათ "იანვარში ვის უნახავს გაზაფხული" იმღერეს. მამაჩემს ვკითხე, რას მღერიან, იანვარში გაზაფხული როგორ შეიძლება იყოს-მეთქი? მითხრა, შვილო, იანვარში გაზაფხული ისეთ ხალხს აქვს, ვისაც არ შია, არ სწყურია და სასიმინდე სავსე აქვსო... მაშინ ბიძინას ოჯახსაც უჭირდა და ყველას, დღეს კი ჩემს ჭორვილაში ბიძინას წყალობით იანვარშიც გაზაფხულია. მეამაყება, ასეთი კაცის გვერდით რომ გავიზარდე. ყველგან თავაწეული დავდივარ მისი და ჩემი ძმის გამო.

- სკოლაში ხშირია სასიყვარულო ისტორიები, რასაც შემდეგ იუმორით იხსენებენ...
- ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს... მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა... მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო... ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო... (იხილეთ სრულად)

მკითხველის კომენტარი (7)
კლეოპატრა
14 სექტემბერი 2019 22:32
ნეტა თქვენ მეტი საქმე რომ არ გაქვთ. კვადრილიონიც რომ იშოვოს ,მაინც ვერ უშველის მის მდარ ცნობიერებას.
lia elgujas
06 დეკემბერი 2018 10:01
ელგუჯა ბატონო "რიურიკები" ხომ არ მოვიწვიოთ?
ელგუჯა
16 ივლისი 2018 08:31
რა ქნას ბიძინამ. საქართველოში ყველა მაფიოზად გადაიქცა, ვინც კი სადმე დანიშნეს. თანამდებობებზე უცხოელები უნდა მოვიწვიოთ.
zaza01
18 ივნისი 2018 13:02
ვააა! თქვენ გენაცვალეთ. აი, ასეთი სტატიები უნდა იწერებოდეს ყოველ დღე ბატონ ბიძინაზე და მის ოჯახზე, და არა ის რომ ხალხი მოატყვილა, ხალხი მშიერია, ხალხი ვალებში იძირება და ა. შ. ...........პ.ს. კარგი იქნებოდა თუ რედაქცია გამოაქვეყნებდა ასეთ პოზიტიურ სტატიებს სხვა ოცნების წევრებზე; ბესელია, ვოლსკი, სუბარი და სხვებზე.
ani
16 ივნისი 2018 15:57
გთხოვთ ცოტა საქართველოს მიხედე მთავრობაში მაინც მოიყვანე მცოდნე საქართველოზე შეყვარებული ხალხი იზრუნოს ხალხზე და არა მარტო თავის თავზე მოგყავს ისეთი ხალხი იქრობს მარტო თავის ბედნიერებაზე
შოკო
16 ივნისი 2018 15:17
დიდხანს ასე ტკბილად და ბედნიერად ბატონო ბიძინა. გამრავლდი და გაიხარე. რაც ჩემს ოჯახს მოისურვო სიკეთე ისე შენს ოჯახს.გაიხარეეეე...
jemali goridan.
16 ივნისი 2018 14:27
იმერელი მეუღლე მყავს, მაგ მხრიდან და ეჭვიც არ მეპარება რომ იქ გაზრდილი კაცი, ქველმოქმედი და მშრომელი იქნება, მარა სტალინმა თქვა, რაც კარგი გააკეთე, მადლობო, რაც ცუდი პასუხი აგეო, ჩემმა ოჯახმა და ახლობლებმა თავი გავწირეთ რომ ბიძინა მოსულიყო, 10 თეთრი არავისგან აგვიღია, ვერავინ იტყვის ფულზე გაიყიდეთო, დარჩა უსამართლობა, მეუღლე ერთხელ დაეცა ეზოში, ფეხი რაღაცას წამოკრა, აღარ ამაყენო ფეხზე, მოვკვდე იქნებაო, თანაც საქართთველოში არც დაამმარხოო, მე კი პროკურატურის წინ თავის დაწვას ვაპირებდი, თავი რომ არ მოგაბეზროთ, მაგარი უსამარლობაა ქვეყანაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა