უბედური შემთხვევა უსინათლო ბავშვთა სკოლაში და ომბუდსმენის კრიტიკული დასკვნა
უბედური შემთხვევა უსინათლო ბავშვთა სკოლაში და ომბუდსმენის კრიტიკული დასკვნა
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ არსებობს შეზღუდული გარ­ემო... გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა, დადგენილია ორი ფუნდ­ამენტური უფლება: სიცოცხლე და სწავლა.­ მიუხედავად ამისა, საქართველოში დღესაც შემზარავი მდგომარეობაა, რაზეც თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მომხდარი უბედური შემთხვევაც მეტყველებს - 17 აპრილს 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მეორე სართულიდან მეშვიდეკლასელი ბიჭი გადმოვარდა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. უბედური შემთხვევის დროს ეზოში მანდატური იყო, რომელმაც ბავშვის დაჭერა სცადა და ბიჭი სიკვდილს გადაარჩინა.
როგორც ბავშვის მშობელი ამბობს, სკოლა ამ ფაქტის გახმაურე­ბისგან თავს იკავებდა, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა...

სახალხო დამცველის აპარატის პირვე­ლადი დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა აღმზრდელთა გულგრილი დამოკიდებულება­ უსინათლო მოსწავლეთა მიმართ. ამასთან, პანსიონში გაუმართავია ინფრ­ასტრუქტურა, ერთფერ­ოვანი და არასაკმარისია საკვები.

მაია ნადირაშვილი, დაზარალებული მოსწავლის მშობელი: - მასწავლებელმა­ დამირეკა, მითხრა, ბავშვი
წაიქცა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ინგორ­ო­ყვას კლინიკაში გადაჰყავსო. მაინც შემეშ­ინდა და კიდევ ერთხელ დავრეკე დეტალების გასარკვევად. სხვა პედაგოგმა მითხრა, რაც მოხდა... თურმე ბავშვები მეორე სართ­ულზე თამაშობდნენ და ფანჯრიდან გადავარდნილა. როგორც ჩანს, იმ დროს ოთახში ძიძები არ იყვნენ. ალბათ, ერთ-ერთმა ძიძამ ფანჯარა ღია დატოვა. ბავშვს მრავ­ლობითი მოტეხილობა დაუდგინეს. შვიდი კვირა იწვა. ახლაც ძალიან უჭირს სიარული.

- პედაგოგებმა თავი რით იმართლეს?
- მომიბოდიშეს. როგორც ვიცი, მხოლოდ ძიძების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა - ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან...
რამდენიმე დღის წინ 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა და მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა - სკოლაში არსებული გარემო უსინათლო მოსწავლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, არადამაკმაყოფილებელია კვების რაციონი და სწავლების ხარისხი. მენიუ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დიფერენცირებული არ არის და ხშირად პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეების რაციონი ერთფეროვანია და მცირე ულუფები მიეწოდებათ.
სკოლის დირექცია ომბუდსმენის შეფასებას ნაწილობრივ არ ეთანხმება.

თამარ ხვედელიძე, 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე: - სკოლის­ შენობა 130 წლისაა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ საკითხზე ინფორმირებულია განათლების სამინისტრო­ და პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაწყდება­. რაც შეეხება რემონტს, სამსართულიან შენობაში ორი სართული კოსმეტიკურად გარემონტდა, მძიმე მდგომარეობაა მესამე სართულზე... მენიუ განათლების სამინისტროს დაკვეთით ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეადგინეს. რაციონში შედის ხორცი,­ თევზი, ქათამი, ბოსტნეული, სეზონური ხილი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდია. ეს ყველა პანსიონისთვის შედგენილი მენიუა და ყველა ასაკის მოსწავლე ერთ რაციონს იღებს. რაც შეეხება ულუფას, თუ მოსწავლე დამატებას­ ითხოვს და არის ამის შესაძლებლობა, უარს არ ვეუბნებით. სკოლა აღჭურვილია სახელმძღვანელ­ოებით და სხვა საჭირო ინვენტარით. ახლახან განათლების­ სამინისტრომ შემოიტანა პლანშეტები. სკოლაში 45 ბავშვი სწავლობს,­ ოქროსმედალოსნებიც გვყავს.

- 17 აპრილს თქვენს პანსიონში მოზარდი დაშავდა.
- ის ოთხი ძიძა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ბავშვების მეთვალყურეო­ბაზე, გათავისუფლებული არიან. საყვედური მიიღეს დამრიგებელმა და სართულის­ მორიგე-პედაგოგმა. თუ გამოიკვეთა სხვა პირთა დანაშაულიც, ზომებს მივიღებთ...
ომბუდსმენის განცხადებას არც განათლების სამინისტროში იზიარებენ და აცხადებენ, რომ სკოლა აღჭურვილია სპეციალიზებული ინვენტარით და კვების პრობლემაც არ არსებობს!

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები