18-06-2018
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ არსებობს შეზღუდული გარემო... გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა, დადგენილია ორი ფუნდამენტური უფლება: სიცოცხლე და სწავლა. მიუხედავად ამისა, საქართველოში დღესაც შემზარავი მდგომარეობაა, რაზეც თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მომხდარი უბედური შემთხვევაც მეტყველებს - 17 აპრილს 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მეორე სართულიდან მეშვიდეკლასელი ბიჭი გადმოვარდა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. უბედური შემთხვევის დროს ეზოში მანდატური იყო, რომელმაც ბავშვის დაჭერა სცადა და ბიჭი სიკვდილს გადაარჩინა. სახალხო დამცველის აპარატის პირველადი დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა აღმზრდელთა გულგრილი დამოკიდებულება უსინათლო მოსწავლეთა მიმართ. ამასთან, პანსიონში გაუმართავია ინფრასტრუქტურა, ერთფეროვანი და არასაკმარისია საკვები.
- პედაგოგებმა თავი რით იმართლეს?
- მომიბოდიშეს. როგორც ვიცი, მხოლოდ ძიძების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა - ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან...რამდენიმე დღის წინ 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა და მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა - სკოლაში არსებული გარემო უსინათლო მოსწავლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, არადამაკმაყოფილებელია კვების რაციონი და სწავლების ხარისხი. მენიუ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დიფერენცირებული არ არის და ხშირად პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეების რაციონი ერთფეროვანია და მცირე ულუფები მიეწოდებათ.
სკოლის დირექცია ომბუდსმენის შეფასებას ნაწილობრივ არ ეთანხმება.
- 17 აპრილს თქვენს პანსიონში მოზარდი დაშავდა.
- ის ოთხი ძიძა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ბავშვების მეთვალყურეობაზე, გათავისუფლებული არიან. საყვედური მიიღეს დამრიგებელმა და სართულის მორიგე-პედაგოგმა. თუ გამოიკვეთა სხვა პირთა დანაშაულიც, ზომებს მივიღებთ... ომბუდსმენის განცხადებას არც განათლების სამინისტროში იზიარებენ და აცხადებენ, რომ სკოლა აღჭურვილია სპეციალიზებული ინვენტარით და კვების პრობლემაც არ არსებობს!
თორნიკე ყაჯრიშვილი
იყავი პირველი!