ველოსიპედი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს - კვირის პალიტრა

ველოსიპედი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს

უკანასკნელ პერიოდში კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის თითქმის ყველაფერი გამოიყენება, რაც ხელში მოგვხვდება. თეორიულად, მაინინგისთვის ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა ბრიტანულმა კომპანია 50cycles-მა გადაწყვიტა, უფრო შორს წასულიყო და კრიპტოვალუტა ფიზიკური ძალის, უფრო კონკრეტულად, სპეციალური ელექტროველოსიპედით დაფარული მანძილის გამოყენებით შეექმნა.

თავად კომპანია 50cycle სულაც არ არის სტარტაპი, რომელიც მოდური ტენდენციის საშუალებით ფულის გამომუშავებას ცდილობს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ის 2003 წლიდან არსებობს და ელექტროველოდიპედების შექმნითაა დაკავებული.

კომპანიის დირექტორის, სკოტ სნეიტის განმარტებით, კომპანია ყოველთვის ისწრაფოდა, რომ დროისთვის გაესწრო და ამისთვის მოწინავე ტექნოლოგია გამოეყენებინა.