"ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს" - რას ამბობს მეუფე პეტრე პატრიარქის მოსაყდრეზე? - კვირის პალიტრა

"ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს" - რას ამბობს მეუფე პეტრე პატრიარქის მოსაყდრეზე?

მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მოტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა მეუფე შიოს თანამოსაყდრეობის საკითხზე მსჯელობა სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

ამასთან, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც სინოდს არ უმსჯელია.

"ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა 8 თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები იქნას განხილული", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

"ინტერპრესნიუსი"