"მთვრალია ეს თუ მოწეული?! თუ გვეკაიფება?!" - გამოხმაურება "ფეისბუკში" და გვარჯალაძის განმარტება - კვირის პალიტრა

"მთვრალია ეს თუ მოწეული?! თუ გვეკაიფება?!" - გამოხმაურება "ფეისბუკში" და გვარჯალაძის განმარტება

"სერგი გვარჯალაძე ბიჭო, სერგი! არაფერი წმინდასთან მიახლოებულიც აღარ რჩება ამ ქვეყანაში, ბავშვობას ნუ მართმევთ!"

"მუსიკალური განათლების ატესტატი უნდა წარადგინონ, თუ რა საბუთი უნდა მოითხოვონ?"

"მთვრალია ეს თუ მოწეული?! თუ გვეკაიფება?!" - სოცილაურ ქსელში ამ ტიპის გამოხმაურება მრავლად მოჰყვა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის "ინტერპრესნიუსთან" გაკეთებულ განცხადებას, რომ "ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ" (იხილეთ).

რის მერეც მან დამატებითი განმარტება "ფეისბუკის" პირად გვერდზე გააკეთა:

აი, რას წერს სერგი გვარჯალაძე: "ქუჩის მუსიკოსების თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი. საუბარია არ არის აკრძალვაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას და კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას. და შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტი სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე".