რამდენით გაეზრდებათ ხელფასი მეხანძრე-მაშველებს? - კვირის პალიტრა

რამდენით გაეზრდებათ ხელფასი მეხანძრე-მაშველებს?

1-ლი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"