"ნიკუშა ისეთმა ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა, რომელსაც "ტორმუზი" და გაზი აერია ერთმანეთში" - კვირის პალიტრა

"ნიკუშა ისეთმა ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა, რომელსაც "ტორმუზი" და გაზი აერია ერთმანეთში"

გოდერძი ჩოხელის შვილი, ნიკა ჩოხელი სამი წელია, საწოლსაა მიჯაჭვული. სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს იმ უბედურებაზე, რაც ახლაგაზრდას უეცრად დაატყდა თავს.

ეს ნიკა ჩოხელია, გოდერძი ჩოხელის შვილი, ჯან-ღონით სავსე ადამიანი, ჩემი კეთილშობილი ნიკუშა, რომელიც ისეთმა ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა, რომელსაც ტორმუზი და გაზი აერია ერთმანეთში, გზის იქით მდგომ ბიჭს მთელი სისწრაფით დაეჯახა და ხრამში გადააგდო . ეს ჯანმრთელი, 28 წლის კაცი დააინვალიდა.. ნიკა 3 წელია საწოლსაა მიაჯაჭვული ...

საშინლად ვბრაზობ ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ჭკუასუსტ მძღოლებზე ( არააქვს მნიშვნელობა ,კაცია თუ ქალი ), რომლებიც საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს ..

რა მარტივად სათქმელია, დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები … ახლა, იმ ოჯახებს მოუყევით, როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები …

წეღანდელი, აქტიური, "გამპრავებელი" ქალები არ გამომეხმაუროთ, ამ პოსტზე, გაფრთხილებთ ...

გოდერძის ვერ დავეხმარეთ, მისი შვილი მაინც უნდა დავაყენოთ ფეხზე! - გოდერძი ჩოხელის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება

რადგან ამდენი კითხვა დაისვა და ძნელია, ასე სათითაოდ პასუხის გაცემა, ჩემო მეგობრებო, თბილებო და გულისხმიერებო , მინდა გითხრათ,რომ, ნიკას დიაგნოზი ასეთია : ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე, მაგრამ შედეგი არის დამბლა. წლები სჭირდება აღდგენით პროცესს. რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ექიმებმა არ იციან, განაგრძეთ კითხვა

"ყველაფერი წამებში მოხდა... მანქანას ამოვეფარე, ჯიპი ზუსტად იმ მანქანას დაეჯახა, მანქანა კი - მე და ხევში გადამაგდო"