ზღვით მოწამლული
ზღვით მოწამლული
საქართველოს კინოაკადემიის წევრი, კინორეჟისორ-მარინისტი პაატა ტაბაღუა 20 წლის განმავლობაში­ შემოქმედებითი მივლინებით საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მრავალ ქართულ ეკიპაჟს ახლდა­ შორეულ ნაოსნობაში. დღეს საინტერესო თავგადასავლებით "კვირის პალიტრის" სტუმარია.

მოგზაურობის დასაწყისი


- 80-იან წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში ვმუშაობდი და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ხშირად დავდიოდი შორეულ ნაოსნობაში. 1986 წლისთვის საბჭოთა საქართველოს 60-მდე გემი ჰყავდა, არჩევანზე რომ მიდგა საქმე, გემის ქართულ სახელწოდებასა და ქართველ კაპიტანზე გავაკეთე აქცენტი და "მარშალ გელოვანით" საფრანგეთში, მარსელში აღმ­ოვჩნდი. შემდეგი იტალია
იყო. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ზღვით მოვწამლ­ულიყავი. ორ კვირაში აზიისკენ ტანკერ "აკადემიკოს ვეკუათი" ავიღეთ გეზი. გზად რადიოგრამა მივიღეთ, ინდოეთში ნედლი ნავთობის დასაცლელად უნდა წავსულიყავით, იქიდან კი პალმის ზეთის წამოსაღებად უნდა ჩამოგვევლო ინდონეზიის, ფილიპინების ნავსადგურების გავლით სინგაპურში.

სინგაპური თავისი ცათამბჯენებით ჩვენთვის, საბჭოთა მოქალაქეებისთვის, სასწაული იყო.
პირდაღებულები დავდიოდით. პალმის ზეთის დატვირთვა პორტ დავაოდან დავიწყეთ, სადაც შუაღამისას ჩავედით. გათენდა მეორე დილა და ფილმებში რომ გინახავთ, დაგვხვდა ოქროსფერი სანაპირო, ლურჯი ცა, ზღვა, უამრავი პალმა­ და ქოქოსი, რომელსაც კრეფდნენ, თან პატარ-პატარა საწარმოებში ამუშავებდნენ და იღებდნენ ზეთისმაგვარ სითხეს, რომელიც როგორც კი ცივდება, სანთელივით ხდება. ოთხ პორტში 14 ათასი ტონა პალმის ზეთი მოვაგროვეთ და დავიძარით, ინდოეთის ოკეანეში ოცდაორი დღე ისე დავყავით, ნაპირი არ დაგვინახავს.

აფრიკელი კუჭკუჭი

გვინეა, ნიგერია, კონგო, ზამბია... ექვსჯერ ვარ ნამყოფი კონაკრეში, გვინეის რესპუბლიკის დედაქალაქში, საიდანაც ბოქსიტი გამოგვქონდა. ბოქსიტს, ამ სტრატეგიულ მადანს, საბჭოთა კავშირშიც და ამერიკაშიც სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ... ერთხელ გვინეაში ჩვენმა ბიჭებმა­ 20 ლიტრი დიზელი და 20 დოლარი ორი თვის შიმპანზეში გაცვალეს. მაიმუნთან თამაშით გული რომ იჯერეს, მე მომიგდეს. კუჭკუჭი დავარქვი. კანარის კუნძულებზე კაბა ვუყიდე. აქეთობისას ოდესაში გავაჩუქე. თბილისში რომ ჩამოვედით, ზოოპა­რკის მაშინდელმა დირექტორის მოადგილემ მითხრა, იმ შიმპანზეთი ევროპაში რომ დაეჭირე ვინმეს, ციხე გარანტირებული­ გქონდა, იმიტომ, რომ წითელ წიგნშია შეყვანილი, ხოლო ჩემამდე რომ ჩამოგეყვანა, 25 ათას დოლარს უსიტყვოდ გადაგიხდიდიო.

მეკობრეები


მეკობრეების პრობლემა ყოველთვის იყო, განსაკუთრებით სომალის ყურესა და მალაკის სრუტეში. ერთხელ კაპიტნის პირველმა თანაშემწემ დამიძახა და მაჩვენა რადიოგრამა, სადაც ეწერა: "კარგად გაანათეთ ნამგალი და ურო, რომ მეკობრეებმა არ სცადონ გემზე ამოსვლა". მეკობრეებმაც კი იცოდნენ, რომ საბჭოთა გემზე სალარო არ იყო და ვერაფერს წაიღებდნენ.
მეკობრეებს ბიზნესად აქვთ ქცეული თავიანთი საქმიანობა - იმდენად შეაწუხეს მსო­ფლიო და იმხელა ზარალი ანახეს, რომ სახელმწიფოები უკვე სერიოზულად მოეკიდნენ ამ პრობლემას - მსოფლიოს საერთაშორისო ნაოსნობაში მიღებულია, რომ კომპანია გემისთვის ქირაობს მცირე შეიარაღებულ რაზმს და სანამ სახიფათო ზონას გაივლიან, ისინი გემზე რჩებიან. მეკობრეები პატარა კატერებით სწრაფად გადაადგილდებიან და დაინახავენ თუ არა მათ, დაქირავებული რაზმები მაშინვე ცეცხლს უხსნიან...
გემიდან გაპარული

იყო ერთეული შემთხვევა, როცა საბჭოთა მოქალაქე გემიდან გაუჩინარდებოდა და საზღვარგარეთ რჩებოდა. მე ამის მოწმე საბჭოთა პერიოდში არ ვყოფილვარ, მოგვიანებით, 1993 წელს შევესწარი. ერთ მშვენიერ დღეს მესამე თანაშემწემ, როგორც ევალებოდა, გემის ფული მიიღო და ფულიანად იტალიის ერთ-ერთ პორტში გაუჩინარდა. ძალიან არ დავზარალებულვართ, ორი კვირის თანხა გვქონდა მხოლოდ ასაღები. მაშინ დღეში 12 დოლარს გვიხდიდნენ. ასე რომ, ფინანსურად არ უმოქმედია ამ ამბავს, მაგრამ ფაქტი უსიამოვნო იყო.

P.S. დღეს საქართველო გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა. ყოველწლიურად, 25 ივლისს, მეზღვაურის პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ. მიხარია, რომ მეზღვაურების კარგი თაობა იზრდება. შორს არ არის ის დღე, როცა ზღვისპირა ქვეყნიდან სრულყოფილ საზღვაო სახელმწიფოდ ვიქცევით, გვეყოლება სავაჭრო ფლოტი, ქართველი ზღვაოსნები ქართულ გემებზე დასაქმდებიან და ქართული დროშით გადასერავენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს.

ქართველი ვეშაპმჭერები

პაატა ტაბაღუა:
"უკიდურესი სამხრეთი წერტილი, სადაც მომიწია ყოფნამ, კერგენელის არქიპელაგი იყო. კერგენელის იქით ჩადიოდნენ ვეშაპმჭერები და მეცნიერ-მუშაკები ექსპედიციაში. არაერთ ქართველს მოუწია ანტარქტიდაზე თვეობით დარჩენამ. გავიცანი ანტარქტიდის ვეშაპმჭერი ფლოტილიის გემების კაპიტნები: აბესალომ ზენაიშვილი, ჯუმბერ ინწკირველი და ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიტოვი, ბერძნული წარმოშობის ქართველი კაპიტანი. საბჭოთა ვეშაპმჭერი ფლოტილია, რომელსაც ლეგენდარული ალექსეი სოლიანიკი მეთაურობდა, ვეშაპების რეწვას ანტარქტიდის მიდამოებში 40-60-იან წლებში ეწეოდა. საბჭოელების პარალელურად, იქ ვეშაპების რეწვას ეწეოდნენ ნორვეგიელები, ბრიტანელები და იაპონელები. ფლოტილია პატარა გემებისგან შედგებოდა, რომელზეც შუბოსნები ჰყავდათ, ნანადირევს დროშას ამაგრებდნენ. სსრკ-ის მიერ მოკლულ ვეშაპს იაპონელი და ნორვეგიელი არ მიეკარებოდნენ. ნანადირევს საფლაგმანო გემ "სლავაზე", გადამმუშავებელ საწარმოში ამუშავებდნენ".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები