რუსთავში კორპუსის მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში კორპუსის მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 32 წლის ქალი გადმოვარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება, ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

ახალგაზრდა ქალი შვილებთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"