ქუთაისში, ერთ-ერთ ავტოფარეხში ადგილობრივებმა დიდი ზომის გველი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში, ერთ-ერთ ავტოფარეხში ადგილობრივებმა დიდი ზომის გველი იპოვეს

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, ბუხაიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა დიდი ზომის ქვეწარმავალი იპოვეს. დაახლოებით 150 სმ სიგრძის გველი ადგილობრივმა ავტოფარეხში, თაროზე აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მდინარე ოღასკურას მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლებს პოულობენ.

ქვეწარმავლების გამო აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი საბავშვო ბაღიც დაიკეტა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შეწამვლის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს, თითოეულ გამოძახებაზე კი რეაგირება მყისიერად ხდება.

"ინტერპრესნიუსი"