წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტის გადაყვანა მოხდა.

ამასთან, უწყების განმარტებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება.

ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. 11 მათგანი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი "ჯეო ჰოსპიტალსის" მცხეთის ფილიალში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის - ნაკლებად მძიმე.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.