როგორია დაჭრილი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია დაჭრილი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის მეგობარმა, "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთმა სოლისტმა პაატა ხაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. ხაჩიძის განცხადებით, ირაკლი ნოზაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. დაჭრილის მეგობარი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ვერსიებზე ვერ საუბრობს.

ღუდუშაურის კლინიკაში ასევე იმყოფებიან მომღერლის ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა მათ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"