როგორ ცხოვრობს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა

ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ცნობილი ადამიანები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არ ხვდებიან. ამჯერად ჩვენი ყურადღება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილმა გვანცა ონიანმა მიიპყრო. გვანცა 25 წლის არის და მის შესახებ რუსული პრესა ხშირად წერს. ჟურნალისტებმა მას "კრიმინალის პრინცესა" უწოდეს.

ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და როგორც იტყვიან არაფერი აკლია.

ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.

გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ საქართველოსაც. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად ხედავენ მონაკოში, კუნძულ მიკონისზე და სოჭში. გაგრძელება+ფოტოები