"ჩვენ დავამტკიცებთ, რა შეგვიძლია!.."
"ჩვენ დავამტკიცებთ, რა შეგვიძლია!.."
დაახლოებით ერთი თვის წინ უსინათ­ლო­­­ გოგონების ჯგუფი "ფორ იუ" პირველი მუსიკალური კლიპით წარდგა მსმენელის წინაშე. რეაქციები არაერთგვაროვანი იყო - ზოგი აღფრთოვანდა, ზოგს გაუჭირდა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისგან შეუზღუდავი ნიჭის აღქმა, ზოგს შეეცოდა... ეს გოგონები კი სხვების­ გადასარჩენად იბრძვიან - მათი მეგობრის, უსინათლო მერიკო სისაურის დასახმარებლად, შემოდგომაზე გამართავენ კონცერტს.
კვარტეტის მიერ შესრულებულმა­ სიმ­ღერამ "Nothing else matter­­", მეტალიკას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. იქამდე კი იყო შიში. გოგონებმა ხელში მიკროფონი აიღ
ეს და ბგერები ერთმანეთს აუწყვეს... ეს იდეა კლიპის რეჟისორსა და პროდიუსერს, ხათუნა კეთილაძეს ეკუთვნის. მისი დამსახურებაა გოგონების ხელახლა დაბადება და არაჩვეულებრივი ვერსიის გაჟღერება.

- შემთხვევით მოვისმინე ამ უნიჭიერესი გოგონების სიმღერა, "ედელვაისს" ასრულებდნენ და წარმოვიდგინე მათი გარდასახვა, როგორ იმღერებდნენ განსხვავებულ ჟანრში. მართალია, ამ გოგონებზე სტატიები დროდადრო იწერებოდა, მაგრამ აუცილებელი იყო მათი
ფართო­ აუდიტორიის წინაშე გამოყვანა.­ ამიტომ გადავწყვიტე კლიპის გადაღება. ახალ ჟანრზე გადასვლისას მათი მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდი, მაგრამ დრომ ნდობა გააჩინა, ნდობამ - ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა. მომავალში თავად უნდა გააგრძელონ გზა. როლებიც გადანაწილდა - ერთი ფინანსურ საკითხებს აგვარებს­, მეორე პრესასთან ურთიერთობს და ა.შ.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! შეზღუდვებს აწესებს საზოგადოების ნაწილი და აიძუ­ლებს განსხვავებულ ადამიანებს ჩრდილში ყოფნას... მჯერა, ისინი აუცილებლად გაამართლებენ. ახლა მეგობრის გადასარჩენად გეგმავენ სოლო კონცერტს, რომელზეც შესრულდება ფოლკლორული სიმღერები ელექტრონული მუსიკის ფონზე.

ჯგუფ "ფორ იუს" ნინო ასლამაზაშვილი ხელმძღვანელობს: "ადრე ჩვენს კვარტეტს ერქვა "ედე­ლვაისი" და სრულიად სხვა ჟანრში ვმღეროდით. მერე გავიცანით ხათუნა კეთილაძე და მეტალიკას შევეჭიდეთ. კლიპის შინაარსში ყველაფერია, რისი თქმაც გვინდოდა. უკრაინაში უსინათლო მომღერლების ფესტივალზეც გამოვედით და ორკესტრი ორჯერ ადგა ფეხზე, დარბაზში ტაში ხუთი წუთის განმავლობაში არ შემწყდარა­. ამ ფესტივალზე რვა ქვეყანა­ გამოდიოდა, მაგრამ ისეთი ოვაციები, როგორიც ჩვენ გვერგო, არავის ჰქონია. გვინდა, კონკურენცია გავუწიოთ ცნობილ შემსრულებლებს. ამისათვის ბევრს ვმუშაობთ. საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ასე არ არის, ჩვენ დავამტკიცებთ, რა შეგვიძლია"

მარიამ კაპანაძე, ჯგუფის წევრი: "ჯგუფ "ფორ იუს" გოგონებთან ერთად გავიზარდე, ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. ერთნაირად ვსუნთქავთ, ერთად ვიწყებთ ბგერების გაშვებას და ერთნაირად ვიღებთ ემოციებს. ჩვენ არ ვასრულებთ პაფსას. აქამდე ვმღეროდით საესტრადო და ფოლკლორულ სიმღერებს, ახლა გაცილებით რთულ და განსხვავებულ ჟანრზე ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია აპლოდისმენტები მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტის შეფასებით და არა თანაგრძნობით. გვინდა, შესრულებაზე გაკეთდეს აქცენტი."

ნატალი ვეფხვაძე, ჯგუფის წევრი: "ძალიან შეგვეშინდა, როცა წარმოვიდგინეთ, რომ განსხვავებულ ჟანრში უნდა გვემღერა, მაგრამ "ფერისცვალება"­ გადავლახეთ. ახლა ყველაზე დიდი სირთულე ფინანსებია. სიმღერის ჩაწერა, კოსტიუმირება, დარბაზი - ყველაფერს თანხა სჭირდება. იმდენი შეურაცხყოფა აგვიტანია, ვერ წარმოიდგენთ - როცა იგებენ, შშმ პირები ვართ, იწყებენ შეცოდებით საუბარს. ჩვენ ეს არ გვინდა. უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენში თანხის ჩადება მათთვისაც სარფიანი იქნება. ხშირად ყოფილა, როცა დახმარებისთვის ბიზნესმენთან თუ პოლიტიკოსთან დამირეკავს, უთქვამთ, დღეს გვიანია და ხვალ მოვაწერთ ხელს საჭირო საბუთებსო, თუმცა... ზოგს ისიც უთქვამს, თქვენი თავი არ მაქვსო... საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანებიც, ვინც დაგვინახა და სწორად აღგვიქვა."

ვინ არის გოგონა, რომლის დასახმარებლად შემოდგომაზე კონცერტი ჩატარდება

ნუცა ფარჯიანისთვის შოკის მომგვრელი იყო, როცა ექვსი წლის შვილი ნელ-ნელა მხედველობას კარგავდა. მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და სიბრმავე სანატრელი გაუხდებოდა... დაავადება გართულდა და იშვიათი დიაგნოზი დაისვა. ახლა გოგონა სიცოცხლისთვის იბრძვის.

ნუცა ფარჯიანი, მერი სისაურის დედა: "ჩემი გოგონა 22 წლისაა, მისი დიაგნოზი - ბოლფრამის სინდრომი - ჩვენს ქვეყანაში 19 ადამიანს აქვს. ექვსი წლიდან გამოვლინდა, დაემართა შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, აქვს სმენის დაჩლუნგება, ანემია, მხედველობის ნერვის ატროფია. ჩვენი უსინათლო გოგონები კონცერტის ჩატარებას აპირებენ მერიკოს დასახმარებლად. მერიკო ისრაელში გვყავდა, თუმცა, ყველა საჭირო კვლევა ვერ ჩაუტარდა, რადგან ფინანსურად შეზღუდული ვიყავი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი გერმანიაში წაყვანა, იქ ძალიან კარგად იცნობენ ამ სინდრომს. კვლევის გარეშე დანიშნულებასაც ვერავინ გვაძლევს. მერიკო უსინათლო გოგონებს, რომლებიც ახლა კვარტეტში მღერიან, მეოთხე კლასიდან უსინათლოთა სკოლაში შეუერთდა. ახლა, როცა ყველაზე მეტად უჭირს ჩემს შვილს, დაუფიქრებლად გამოუწოდეს დახმარების ხელი. მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს"

ჯგუფი "ფორ იუ" მერიკო სისაურის გადასარჩენად მთელ საზოგადოებას გაგვაერთიანებს. ყველა ერთად დავამტკიცებთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები