"მამამ რომ შემოიხედა, თქვა, მე აქ ფეხის შემომდგმელი არ ვარო" - სახლი, რომელიც დროში გამოგზაურებთ... - კვირის პალიტრა

"მამამ რომ შემოიხედა, თქვა, მე აქ ფეხის შემომდგმელი არ ვარო" - სახლი, რომელიც დროში გამოგზაურებთ...

1987 წლიდან 2013 წლამდე ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. დღეს მის სახლში მისულებს მასპინძლობას მეუღლე, ქალბატონი ქეთევან კიკნაძე და ქალიშვილი ნანა ლორთქიფანიძე გვიწევენ. დროში მოგზაურობა შემიძლია დავარქვა იმ ერთ საათს, რომელიც ლორთქიფანიძე-კიკნაძეების ოჯახში გავატარე. საუბარი ბინის ისტორიით დავიწყეთ.

ნანა:

- ჩვენ ყველანი: დედა, მამა, ბებია - (მამის დედა) ნინა ალექსანდროვნა და მე, ჩემს ორ დასთან ერთად პეკინის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს კომუნისტები ბინებს არიგებდნენ. მამა მსახიობებს, ხელოვანებს, ყველას, ვისზეც გული შესტკიოდა, ეხმარებოდა ბინის მიღებაში, სადაც სიტყვა ეთქმოდა, ყველგან

ამბობდა მათ დასახმარებლად. ბოლოს ქორეოგრაფ რეზო წულუკიძისთვის ბინის სათხოვნელად რომ მივიდა, ჰკითხეს: - გიგა, ყველას ბინაზე რომ შენ დარბიხარ, თვითონ სად ცხოვრობ, ძალიან გვაინტერესებსო. მე ძალიან კარგ ბინაში ვცხოვრობ, არაფერი მინდა, ოღონდ ამ ხალხს დაეხმარეთო. არადა, ჩვენს არატიპურ სამოთახიან ბინაში ძალიან ბევრნი ვცხოვრობდით. შესთავაზეს, დაწერე განცხადება, ახლა კარგი ბინები თავისუფლდებაო, მაგრამ უარი თქვა. მოვიდა სახლში, მოყვა ამ ამბავს და დედა გადაირია, რას ჰქვია არ გინდაო, კინაღამ გაეყარა, გაიქცა დედამისთან. მამამ შესარიგებლად რომ მიაკითხა, დაჰპირდა, ოღონდ სახლში წამოდი და ხვალვე დავწერ განცხადებას ბინის მოთხოვნის შესახებო. მოკლედ, მივიღეთ ეს ბინა. იმ პერიოდში მე უკვე გათხოვილი ვიყავი, მე და ჩემი ოჯახი დავრჩით პეკინის სახლში და დანარჩენები გადმოვიდნენ აქ. მაგრამ საქმე ისაა, როგორი იყო თავდაპირველად ეს ბინა. მამამ რომ შემოიხედა, თქვა, მე აქ ფეხის შემომდგმელი არ ვარო და მას შემდეგ მგონი არც უნახავს და არც გაუგია არაფერი, ისე გააკეთა დედამ რემონტი. ეს იყო კომუნალური ტიპის სახლი, საერთო სამზარეულო-აბაზანით, ყველგან წყალი ჩამოდიოდა, მოკლედ, საშინელი პირობები იყო. ჯერ კიდევ პეკინზე, დედა ისე აკეთებდა რემონტს, ისე გადააკეთ-გადმოაკეთებდა ოთახებს, მამა ვერაფერს იგებდა, უცებ სამზარეულო საძინებლის ადგილას აღმოჩნდებოდა ან პირიქით. პეკინის სახლში ისე ჩაიარა სამზარეულოს სარემონტო სამუშაოებმა, მამამ არ იცოდა. მისი მოსვლის დროს იმ ოთახის კარი იკეტებოდა, რომ მას არ ენახა, იქ რა ხდებოდა. სადილ-ვახშამს კი დედა სასწრაფოდ დიდ ოთახში უშლიდა ხოლმე. ერთხელაც, ჩემი პატარა და, მაიკო, გამოვარდა, შეაღო კარი და მამამ რომ დაინახა იქაურობა, გადაირია, რა ხდება აქო - იყვირა. ერთხელ რეკავს მამა განაგრძეთ კითხვა