"არ ვიცი რატომ გავიმეტე თავი!" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ლეღვის ფოთლის ნახარშით სამჯერ დაიწვა?
17-07-2018
"არ ვიცი რატომ გავიმეტე თავი!" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ლეღვის ფოთლის ნახარშით სამჯერ დაიწვა?
ბოლო რამდენიმე წელია პოპულარული, თუმცა გარუჯვის სახიფათო ხერხი, ლეღვის ფოთლის ნახარში, აქტუალურობას არ კარგავს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სეზონზე უკვე სამი კაცი იშუშებს ამ ნახარშით დამწვარ სხეულს. დამწვრობის ცენტრის ექიმმა გუგა ქაშიბაძემ ორ ახალგაზრდას აღმოუჩინა დახმარება - 23 წლის მამაკაცი სტაციონარულ მკურნალობას გადის, 26 წლის გოგონა კი შინ მკურნალობს.

ჩვენი რესპონდენტი ლეღვის ფოთლის ნახარშით­ პირველად სამი წლის წინ დაიწვა. მაშინ ეგონა, რეც­ეპტმა უღალატა. მომდევნო წელს განახლებული რეცეპტით შეხვდა, თუმცა­, ისევ სხეულის
დამწვრობა მიიღო. წელს, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, შვილებისათვის ხილის საყიდლად გასულს, თვალში ლეღვი მოხვდა. ლეღვმა, ცხელმა დღეებმა და თაკარა მზემ სანატრელი ნამზეური გაახსენა. ნაყოფი შვილებს მიართვა, ფოთლები კი თავისთვის გადაინახა. დიდხანს აღარ უფიქრია, ნაყენი მოამზადა და...
მ.დ. წელს ლეღვის ფოთლის ნახარშის მეოთხე მსხვერპლია. ახლა
რეაბილიტაციას გადის:

- ძალიან მიყვარს ნამზეური. არ მბეზ­რდებოდა სანაპიროზე წოლა და მზეს მიფიცხება. დაახლოებით ერთი კვირა მჭირდებოდა, რომ კანი შოკოლადისფერი გამხდარიყო. სხვათა შორის, მომავალი ქმარიც პლაჟზე გავიცანი...

- რატომ გადაწყვიტეთ ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენება?
- პირველად რეცეპტი­ მეგობარმა მასწავლა. მძინარე ბავშვი მეზობელს დავუ­ტოვე, სასწრაფოდ დავაყენე ნაყენი და თბილ-თბილი სხეულზე წავისვი, თბილისის­ ზღვასთან ახლოს ვცხოვრობთ და გავვარდი, სულ რაღაც ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ხშირ-ხშირად ვისვამდი, მეტი ეფექტისთვის. სახლში დაბრუნებისას ვგრძნობდი, რომ სხეული შიგნიდან მეწვოდა. ცივი შხაპი­ მივიღე და მოთმინებით ველოდი გაწითლებული კანის გაშავებას,­ ნაცვლად ამისა, დამწვრობის ცენტრში აღმოვჩნდი. მთელი თვე ვიშუშებდი იარებს.

- მწარე გამოცდილების მიუხედავად, მეორედაც სცადეთ.
- პირველი დამწვრობის შემდეგ გადავწყვიტე უარი მეთქვა "ალქიმიკოსობაზე", მაგრამ ერთ დღეს ბავშვს თბილისის ზღვაზე ვასეირნებდი და დავინახე, გოგონა სწორედ ისეთ სითხეს ისვამდა სხეულზე, როგორსაც მე ვამზადებდი. მეორე დღეს ისევ იმავე ადგილას ვნახე გარუჯული კანით.

ვიფიქრე, კონცენტრაცია ვერ დავიცავი, ახლა უფრო სუსტს მოვამზადებ-მეთქი. გათენდა თუ არა, მაშინვე ლეღვის ფოთლის საკრეფად გავიქეცი. შუადღისას ბავშვი სანაპიროზე დავაძინე ეტლში და ისევ მზეს მივეფიცხე. ისე დავიწვი, ატირებული გოგონა­ ხელში ვეღარ ავიყვანე. თავბედს ვიწყევლიდი.

ჩემი შთაგონების წყაროს, გარუჯულ გოგონას მივადექი და ვკითხე, რას ისვამდა ტანზე და გაოგნებულმა მითხრა, მაგ საშინელებისთვის თავს როგორ­ გავიმეტებო? მივხვდი, რომ შევცდი. ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა, მეუღლისა და ექიმის რიდი იყო. როგორ მეთქვა მორიგი სისულელე? რა თქმა უნდა, ისევ კლინიკაში მოვხვდი.

- რატომ არ ცდით გარუჯვის შედარებით უსაფრთხო მეთოდს?
- გასულ ზაფხულს მეორე შვილი შემეძინა. არც მიფიქრია მაშინ რუჯზე. როგორც კი მოვმძლავრდით მე და ჩემი პაწა­წინა შვილი, ეგრევე სოლარიუმს მივადექი, მაგრამ ერთი ვიზიტის შემდეგ აღარ ვყოფილვარ. მასტოპათია აღმომაჩნდა და შემეშინდა სოლარიუმის მავნე ზემოქმედების...

წელს ჩემი მეგობარი გოგონები მესტ­უმრნენ. ერთმა­ თქვა, თურმე ლეღვის ფოთლის ცივი ნაყენი სრულიად უსაფრთხო ყოფილაო. სიტყვა "უსაფრთხომ" იმოქმედა და დავიწყე მზადება. მაცივარში გაყინული და მერე ოდნავ გამლღვალი სითხე ცოტა მივისხურე. ისევ საშინელი წვა და კანის საშინელი სიწითლე... ექიმთან სირცხვილით როგორ მივიდოდი და აფთიაქს მივაკითხე. დავიწყე თვითმკ­ურნალობა. არ ვიცი, როგორ დამემართა ეს მესამედ, რატომ გავიმეტე თავი!

ლეღვის ფოთლის ნახარში მომაკვდინებელი სითხეა. დამწვრობის ცენტრში ერთი გოგონა ვნახე, მას სამუდამო ნაიარევი დაუტოვა ნახარშმა. დამახინჯებულ სხეულს, მით უმეტეს სახეს, აღარაფერი ეშველება, ამიტომ გარუჯვის მოყვარულებს ვურჩევ სპეციალური საშუალებები გამოიყენონ.

P.S. ამბობენ, ხე ნაყოფით იცნობაო. ახლა ის დროა, ეს გამოთქმა შევცალოთ და, ვთქვათ, მტკივნეული შედეგი ხით იცნობა...

თორნიკე ყაჯრიშვილი
კ ო მ ბ ლ ე
22 ივლისი 2018 23:28
--რას გირჩევ იცი ქალბატონო მ, დ,.
ელიავაზე თურქული საღებავები იყიდება ძალიან იაფად, რა ფერიც გინდა, მაგდენ წვალებას ერთი კარგი მალიარი მონახე, საკაიფოდ დაგშპაკლავს, გადაგკრასკავს და გაგაპალიროვკებს და თუ გინდა კრუგავოი ნიკელებშიც ჩაგსვავს კიდეც.
alamaria
20 ივლისი 2018 14:30
ეს მეოთხედაც იზავს...
--------
18 ივლისი 2018 20:30
დამწვრობა კი არ უნდა იმკურნალოს ტვინი აქვს სამკურნალო

რედაქტორის რჩევით