ლენტეხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ლენტეხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე 19 საათია ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ.

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

"ინტერპრესნიუსი"