"2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და..." - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება?
"2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და..." - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება?
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევათ სახლებს, რომელთა კარიც წლობით არ იღება. ამავე დროს ბევრს სოფელი არ აქვს და ასეთ სახლზე ოცნებობს. ამიტომ ლექსო ჩარკვიანის უცნაურ განცხადებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტმომხმარებლებს:

"იყიდეთ, გთხოვთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, ნეტა მომწყვიტა ყველაფერს და სადმე წყნარ ადგილას დამაგდოო. "თაკვერი", ალბათ არ
გეცნობათ, ეს ლეჩხუმია. და რა მინდა ვთქვა, ამ ფოტოებში რასაც ხედავთ, ეს ყველა ლეჩხუმური ოდები და ქილიქიანი სახლებია, რომლის ფასები მერყეობს 2 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მაგალითად 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში. ნატური ხილი
ეზოში, კარგი ჰაერი, წყალი, ზამთარშიც მშვენივრად გაატარებთ რამდენიმე დღეს. ქუთაისიდან 62 კილომეტრი, ასფალტის საფარია ისეთი წვერს გაიპარსავს კაცი ზედ. მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდით კონსულტაციას გაგიწევთ, და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ კუთხეზე, სოფლებზე და სახლებზე."

სოფლად მიტოვებული სახლების პრობლემაზე ლექსო ჩარკვიანს ვესაუბრეთ:

- ჩემ სოფელში, ცაგერის რაიონი სოფელი აღვი - 650 კომლი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ასვლაზე 9 კილომეტრი ისე გავიარე, გზაზე ერთი კაცი არ შემხვედრია. მერე ჩამოვიარე, გადავხედე ხავსებში გახვეულ სახლებს და აღმოვაჩინე, რომ სოფელში სულ ათიოდე ოჯახი ცხოვრობს. მაშინ დამებადა იდეა და დავწერე სტატუსი. სოფელ-სოფელ დავდივარ და ვარჩევ სახლებს, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდები, ვეკითხები - გაყიდიან თუ არა? თანხმობის შემთხვევაში, ფასს მეუბნებიან და მეც ვდებ ჩემს გვერდზე.

- ქილიქიანი სახლი რას ნიშნავს, განგვიმარტეთ?
- ხის სახლია, ძალიან მარტივია მისი დაშლა და აწყობა. ასეთი სახლების კუთხეებში ფიცრები ერთმანეთშია გადაბმული, ჭრილები აქვთ გაკეთებული. ამ ტიპის სახლს ლურსმანი არ სჭირდება. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (31)
ნატო
27 იანვარი 2019 16:04
ოდას რამდენად ვიყიდი და სადმე თუ გაქვთ ინფორმაცია?
ქეთინო
26 იანვარი 2019 20:42
არაჩვეულებრივი საქმეა ნამდვილად ეროვნული გაიხარეტ
ნინო
11 იანვარი 2019 16:45
სად ვნახო გასაყიდი სახლების სია?
Avto
09 იანვარი 2019 17:57
Mag saxls yavs patroni bidzachemia ubralod saqartveloshi araris chamova da mixedavs aycileblad mand visvenebdit sul
darejani
09 იანვარი 2019 12:39
Es saxli dalian momwon
ზურა
09 იანვარი 2019 09:30
ჩემი თხოვნაა ურჯულოებს არ მიჰყიდოთ
07 იანვარი 2019 20:56
კარგი ადამიანი ხართ, ესეც არარის ნაკლებად ეროვნული საქმე.
თამო ტაბატაძე
07 იანვარი 2019 20:23
შემომეხმიანეთ რა, სიამოვნებით შევიძენ ბელეტაჟზე ხის რიკულებიან დიდ ეზოიან სახლს, მარტო შეძენის მიზნით არა.
მერი
07 იანვარი 2019 18:46
დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევიძენდი სახლს სადმე სოფელში. არ მაქვს სოფელი და ძალიან მინდა
მერი
07 იანვარი 2019 18:34
დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევიძენდი სახლს სადმე სოფელში. არ მაქვს სოფელი და ძალიან მინდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები