"ბატი ტასიკოს ეტიკეტით შოკოლადები და საფოსტო მარკა გამოვიდა"
"ბატი ტასიკოს ეტიკეტით შოკოლადები და საფოსტო მარკა გამოვიდა"
მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც კლასელმა გამჭვირვალე და სქელ ფირფიტაზე დახატული ბატი ტასიკოს პორტრეტი მოიტანა, ჩემმა უფროსმა მეგობარმა მაჩუქაო­. მეც მინდოდა მყოლოდა ასეთი მეგობარი. მერე უამრავი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ეს სურვილიც გადამავიწყდა და იქნებ აღარც გამხსენებოდა, რომ არ გამეცნო მულტფილმ "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალის" მხატვარი და რეჟისორი დათო სიხარულიძე. მასთან საუბარი მისი მულტიპლიკაციაში მოსვლით დავიწყეთ.

- სამხატვრო აკადემიის ინტერიერის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ "ქალაქპროექტში" გამანაწილეს. მომცეს ხელში რულეტი და გამგზა­ვნეს,
წადი და ზომე ქალაქის ესა თუ ის ობიექტებიო. მეც შევ­უდექი დავალების შესრულებას და მალ­ევე მივხვდი, რომ ეს საქმე საჩემო­ არ იყო. სწორედ ამ დროს გამ­ოცხადდა თეატრალურ ინსტიტ­უტში მულტიპლიკაციის რეჟის­ორების მიღება. კინო ყოველთვის­ მომწონდა, მაგრამ მულტიპლიკაციაზე არც მიფიქრია. ვიფიქრე, ჩავაბარებ მულტიპლიკაციის რეჟისურაზე და მერე გადავალ კინოსარეჟისოროზე-მეთქი.
თუმცა სტუდენტი რომ გავხდი, მულტიპლიკაციამ გამიტაცა.

- პირველი ანიმაციური ფილმი იყო "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი", რომლის მხატვარიც თქვენ იყავით...
- ჩვენი ჯგუფის ხელმძღვან­ელი გელა კანდელაკი იყო. მან მომცა მზია კეკელიძის სცენარი, გადახედე, ხომ არ გადაიღებო. მომეჩვენა, რომ სცენარი თავისი ესთეტიკით მხატვრული ფილმის თხრობას ჰგავდა. ვთქვი, გადავიღებ, მხატვარიც მე ვიქნები-მეთქი. კომპოზიტორი თემო ბაკურაძე და ხმის რეჟისორი მადონა თევზაძეც ამომიდგნენ მხარში. ამ მულტიპლიკაციაში მაშინდ­ე­­ლმა ვარსკვლავებმა საკუთარი ხმებით აამეტყველეს პერსონაჟები.­ ამხელა კორიფეებს ვერ გავ­უბედავდი, მულტფილმის გმირები გაეხმოვანებინათ. მრავალი ვარიანტი ვსინჯე, ნაცნობი, ნაცნობის ნაცნობი,­ მაგრამ \ვერაფრით შევუსაბამე გამოსახულებებს ხმა. ბოლოს გელა კანდელაკს ვთხოვე დახმარება. მასაც ერიდებოდა, როგორია, მედეა ჯაფარიძე და სინჯი?!

- დანარჩენი პერსონაჟები ვისი ხმით მეტყველებენ?
- ტასიკოს გადამრჩენელ მეგობარს დოდო აბაშიძე ახმოვა­ნებს, მგელს - ირაკლი უჩანეიშვ­ილი, ტასიკოს რომ ახელებს, ბატი გიწოდესო, მარინა თბილელი. ბატონი დოდოს მახსოვს, ტექსტთან ჰქონდა პრობლემა. ვუთხარი, გაჩვენებთ ეპიზოდს და სათქმელი­ როგორც გნებავთ, ისე, გამოსახულების შესაფერისი განწყობით თქვით-მეთქი. კი ბატონოო, გაუხარდა. თუ გახსოვთ, ვასო გოძი­აშვილი­ "ძველ ვოდევილებში" ირაკლი უჩა­ნეიშვილმა ჩაანაცვლა. სპექტაკ­ლებს ვესწრებოდი, ხმებსაც ვაკვ­ირდებოდი და ერთ მომენტში მივხვდი, რომ ეს ის ხმა იყო, რომელსაც ვეძებდი. გახსოვთ, ნაცემი, საქანელაზე გადაფენილი რომ ამბობს, "წადი რა, გაიარე, რა" სპექტაკლის მსვლელობისას წარმოვიდგინე, როგორ იტყოდა ამ ფრაზას ბატონი ირაკლი. საბოლოოდ გაახმოვანა და როგორიც მინდოდა, ისეთი გაბღენძილი და თავდაჯერებული გმირი შექმნა. ამ დიდმა მსახიობებმა ჩემი გმირები გააცოცხლეს, აამეტყველეს და ძალიან პოპულარულები გახადეს. შემდეგში შოკოლადები გამოვიდა ბატი ტასიკოს ეტიკეტით, კაფე-ბარებს "ტასიკოს" არქმევდნენ.

- როგორც ვიცი, საკავშირო ფესტივალზე ეს ფილმი საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოეს.
- ასეა. თუმცა ჩემთვის ყველა­ზე მნიშვნელოვანია ის, რომ გამოვიდა საფოსტო მარკა ბატი ტასიკოს პორტრეტით.

- ძალიან მომწონს "კვაჭი კვაჭანტირაძის" თქვენ მიერ გადაღებული ანიმაციური ვარიანტი.
- ამ სატელევიზიო სერიალის იდეა მე მეკუთვნოდა. ცოტა თავხედურია, მაგრამ ხელოვნებაში ცოტა თუ არ ითავხედე, რა გამოვა. ბოლოს საერთოდ გავრეკე და ფონოგრამად "როლინგ სტოუნის" მელოდია დავადე. კარგი მხატვრისა და ზაზა პაპუაშვილის გახმოვანების ხარჯზე ამანაც ივარგა. ახლა "ჩაკრულოზე" მინდა გადავიღო მულტიპლიკაციური ფილმი. ამერიკელებმა კოსმოსში რომ გაუშვეს "ჩაკრულო", რა მოხდა იქ.
დღეს აღარც კინოსტუდია არსებობს და აღარც მულტგაერთიანება. მულტიპლიკატორებს არ გვაქვს ეთერი, არ გვყავს მაყურებელი - სრულმეტრაჟიან ფილმებს ვერ ვიღებთ, ჩვენი პროდუქცია არაკომერციულია.

- ლექციებსაც კითხულობთ.
- კი, სამხატვრო აკადემიასა და თეატრალურ უნივერსიტეტში. იცოცხლე, იმათ ვგეშავ და ვქოქავ; კარგი სტუდენტები მყავს... მგონია, მათ შორის რამდენიმე თავს დაგვამახსოვრებს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები