ბებია-ბაბუასთან სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ბებია-ბაბუასთან სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო

ტრაგედია დატრიალდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, სადაც ბებია-ბაბუასთან სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავში სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.