"მამა რომ გარდამეცვალა, ვერ ვიტირე" - კვირის პალიტრა

"მამა რომ გარდამეცვალა, ვერ ვიტირე"

"ოჯახში უფროსობაზე არც მე და არც ჩემს მეუღლეს პრეტენზია არ გვაქვს. ორივე თანაბარი უფლებებით ვსარგებლოთ: ის მარჯვენა ხელია, მე კი მარცხენა", - ამბობს მსახიობი ნინი ოკუჯავა, რომლის აზრითაც, ცხოვრობაში დაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ ბრძოლა ისწავლო.

- როგორ ფიქრობთ, მამაკაცებს ძლიერი ქალი აშინებთ თუ კომფორტს უქმნით?

- მამაკაცს გააჩნია, თვითონაც თუ ძლიერია, ალბათ, ძლიერი ქალის გვერდით ყოფნა სიამოვნებას მიანიჭებს. სუსტ, უსუსურ კაცებს არ მოსწონთ, როდესაც ქალი მათზე ბევრად მეტს აღწევს. სუსტი კაცები, არასდროს აღიარებენ ქალის სიძლიერეს და ცდილობენ, ე.წ. სუსტ სქესს ხელი შეუშალონ ყველაფერში, ბიზნესი იქნება ეს, თუ კარიერული წინსვლა. სულიერ სიძლიერეს რაც შეეხება, ამ დროს სუსტი კაცები მაქსიმალურად ცდილობენ ქალს დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბონ. ხშირ შემთხვევაში, ასეთ მამაკაცთან კავშირი განწირულია განშორებისთვის.

- თავად სუსტი ხარ თუ ძლიერი? რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე? - როგორც ყველას, სუსტი მხარეები მეც მაქვს, მაგრამ მთლიანობაში თავს ლიდერად მივიჩნევ. ჩემი სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ არასდროს არაფერს ვნებდები; რაღაც თუ ჩავიფიქრე, მზად ვარ, მიზანს ყველაფრის ფასად მივაღწიო და ვაღწევ კიდეც... ალბათ ისიც სიძლიერეა, პატიება რომ შემიძლია. იშვიათად ვტირი და საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობებიც ამიღია. სუსტ მხარეებს რაც შეეხება: არ შემიძლია ფულის მოგროვება, ერთ წამში მინდა ვიყიდო ის, რაც მომწონს და ხშირად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, რომ საფულეში ტაქსის ფულიც აღარ დამჩენია... თუმცა, ბოლო დროს ეს სისუსტე გამოვასწორე, ანაბარი გავხსენი და... არ მჯერა, რომ ფულს ვაგროვებ (იცინის).

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი? - ყველაზე მეტად ვძლიერდები, როდესაც ბევრი ადამიანია ჩემს წინააღმდეგ. თავდაცვისა და ჩემი სიმართლის გატანის რაღაც მექანიზმი მერთვება და უკან დახევა არ მიყვარს.

- როგორ ფიქრობ, კაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსი? - არავითარ შემთხვევაში! ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, კაცს - თავისი. ორივე სქესი თანასწორია. მე და ჩემი მეუღლე ოჯახის მარჯვენა და მარცხენა ხელები ვართ, უფროსობის ამბიცია არც ერთს გვაქვს.

- ჩაგიდენია ისეთი ცოდვა, რომელსაც დღემდე ნანობ... - რასაც კაცობრიობა ცოდვებად მიიჩნევს, ამის მიხედვით ძალიან ცოდვილი გამოვდივარ... წარსულ შეცდომებს რაც შეეხება: არასდროს არც ერთი შეცდომა არ მინანია, რადგან იმ მომენტში, როდესაც ამ შეცდომებს ვუშვებდი, მე ეს მჭირდებოდა... ვფიქრობ, თვითკრიტიკა და იმაზე დარდი, - ვაი, ეს რატომ ჩავიდინეო, დროის ფუჭად კარგვაა... სინანულით ვერაფერს შევცვლით. ბავშვობიდან მძულდა რუსულის გაკვეთილი და ყოველთვის "ვახალტურებდი", არ ვსწავლობდი. დედას ბევრჯერ უთქვამს: არ ნანობ, რომ არ იცი რუსულიო? - არა, არ ვნანობ, რადგან იმ მომენტში, როცა "შატალოზე" ვიყავი, კარგად ვგრძნობდი თავს, რუსულის სწავლა კი არც ახლაა გვიანი.

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ? გაგრძელება