ნინო ჭავჭავაძის ლეგენდარული შავი კაბა - ვინ არის ჭავჭავაძეთა ულამაზესი შთამომავალი, რომელიც ნინოსეულ კაბაში პოზირებს? - კვირის პალიტრა

ნინო ჭავჭავაძის ლეგენდარული შავი კაბა - ვინ არის ჭავჭავაძეთა ულამაზესი შთამომავალი, რომელიც ნინოსეულ კაბაში პოზირებს?

წინანადლის მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ექსპონატი - ნინო ჭავჭავაძის კაბის ზუსტი ასლი, რომელიც 2014 წელს, შემორჩენილი ფოტოსა და იმჟამინდელი ცხოვრების თანადროული ფრანგული მოდის ტენდენციების მიხედვით, ქართველმა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა შექმნა. როგორც ამბობენ, კაბის ყველაზე დიდი სირთულე იყო საყელო - უზარმაზარი ნაქარგი უთხელეს შიფონზე.

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ამ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი გოგონას ფოტო. ეს ჭავჭავაძეთა შთამომავალი, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილი, იშვიათი სილამაზის ელენე გოგლიძეა. (სოფო რაზმაძის ფოტოები)

იხილეთ ასევე: როგორი იყო "მშვენიერთა ხელმწიფა" - ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე (ექსკლუზიური ფოტოები)

მოამზადა ანა გიორგაძემ