"ბავშვობაში მქონდა მკერდის კომპლექსი და ამის გამო მაბულინგებდნენ კიდეც"
"ბავშვობაში მქონდა მკერდის კომპლექსი და ამის გამო მაბულინგებდნენ კიდეც"
ნინო ადამაშვილი წარმოშობით კასპიდანაა, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით მსახიობია. მონაწილეობდა შალვა რამიშვილის შოუში, სკეტჩებში ხან ტელეწამყვანი ნარიკო იყო, ხან ხაჭაპურის დამტარებელი მეგრელი ხათუნა, ხან მეძავის როლში გვევლინებოდა. ახლა მიჰყავს გადაცემა "მეგობრობის დღიურები", სადაც რესპონდენტებს საკმაოდ თამამ კითხვებს უსვამს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი გულახდილი ინტერვიუდან:

"ყოველთვის მეგობრების, საყვარელი ადამიანისა და ჩემი გუნდის ერთგული ვარ. როდესაც შალვა რამიშვილი დაიჭირეს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია სხვა ტელევიზიაში გადაბარგება და გზების
ძიება. იმ პერიოდში ჩამოვშორდი საქმეს, გავთხოვდი და შვილები გავაჩინე..."

"ვარ პროვინციული, ეპატაჟური, ვინტაჟური წამყვანი. ეს არის ზოგიერთი ჩვენი ტელეჟურნალისტის გაშარჟებული სახე, რადგან გამოდიან ეთერში და გონზე არ არიან, რას ლაპარაკობენ..."

"ჩემი მეუღლე საკმაოდ სიმპათიურია, მაგრამ ერთი ნახვით, მხოლოდ გარეგნობის გამო არასდროს მოვხიბლულვარ. ადამიანი შინაგანადაც უნდა
მომეწონოს. ცოტა ბანალურია, მაგრამ ასეა..."


"ბავშვობაში მქონდა მკერდის კომპლექსი და ამის გამო მაბულინგებდნენ კიდეც, მაგრამ დიდობაში ეს კომპლექსი გამიქრა... ერთხელ მახსოვს, ბაზარში ვიყავი, საზამთროს გამყიდველები მომაჩერდნენ და უცებ, ერთი ეუბნება მეორეს კახური აქცენტით: ბიჯოო, უყურე, რამხელა მკერდი აქვს, რადიაციაშია მოყოლილი? თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ გამეცინა..."

"მგონი, თათია სამხარაძეზე ოდნავ უკეთეს "ვიდზე" ვარ, მაგრამ უკვე 14 წელია, შალვასთან ვმუშაობ და მსგავსი არაფერი მომხდარა... თუ ქალს ავიწროებენ, მან ხმა უნდა ამოიღოს, მაგრამ თათია შალვას მეუღლესთან სელფებს იღებდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინ, როცა მისი თქმით, შალვა მასზე ძალადობდა... ეს ყველაფერი ცოტა გაუგებარია ჩემთვის..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 19 ივლისის ნომერში წაიკითხავთ...

ნინო ჯავახიშვილი

სესილი
27 ივლისი 2018 21:26
ქალი,რომელიც ვერ ამჩნევს უფსკრულს საკუთარ თავსა და თათიას შორის.როგორც მინიმუმ პრობლემური აქტივების ბიუროს თანამშრომელია მთელი თავისი არსებით,ზუსტად მსგავს ქაჯთაგანი,როგორებიც იქ მუშაობენ,ანუ ავხსნი მაინც ვინც არ იცით,ისეთი დაბალი დონის,მამიდას სასტუმროშიც არ იქნებიან იმათზე დაბალი დონის,იიი კალოში გადავყარე მაგრამ კულტურა არ მისწავლია და სესხების ამოღებაზე ვმუშაოოობ... რატომ შევადარე იცით,როგორც იქ აყენებენ შეურაცხოფას ხალხს,ეს ქალიც ასე აყენებს ყველას შეურაცხყოფას,თათია ამას რომ არ გაელანძღა საჯაროდ,პრემიას არ მისცემდა შალვა თვის ბოლოს?ისინიც ხომ ასე არიან,ბონუსებს აძლევენ უფროსები ხალხის გინებაში,მაგრამ ის კი არ იციან,რომ არ შერჩებათ,საქვეყნოდ რომ აქვთ გამოდებული საკუთარი ოჯახების და ბავშვების ფოტოები და მათგან გალანძღული ხალხი ამას ვათვალიერებთ,მთელი ეს ბოღმა და ტანჯვა საშინელ სასჯელად დაატყდებათ თავზე.არსებობს რაღაცეები,რასაც წინ ვერ დაუდგებიან და ამას სასჯელი ჰქვია.საკუთარი უბედურებით აგებენ პასუხს.ასევე მოუვა შალვასაც და მის დამქაშებსაც,მალე დატანჯავთ ისეთივე ტკივილი როგორიც სხვებს მიაყენეს
?????????????
25 ივლისი 2018 20:19
Rato ggonia rom tatiaze uketes vidze xar???
antibneleti
20 ივლისი 2018 12:56
ეს, შენ მოგწონს საკუთარი ფორმები და "ვიდი", თორემ მე და შალვას თათია გვირჩევნია ათიათასჯერ, ხახახა!!!!!.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?