ნაკადი, რომელიც ზღვაში მოულოდნელად შეგითრევთ - რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავიხრჩოთ - კვირის პალიტრა

ნაკადი, რომელიც ზღვაში მოულოდნელად შეგითრევთ - რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავიხრჩოთ

ყოველწლიურად აშშ-ში 100-ზე მეტი ადამიანი "მტაცებელი დინების" (Rip Current) მსხვერპლი ხდება. ასეთი დინება არც სხვა სანაპირო ზოლებისთვის არის უცხო. რიპი, შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ოკეანეში, ზღვასა თუ დიდ ტბაში, სადაც კი ტალღებია. გამონაკლისი არც შავი ზღვაა, თურქეთის ტერიტორიაზე ნაკადი არაერთხელ დაფიქსირებულა.

ტალღებს მოაქვთ წყლის მასა, რაც, შემდეგ სხვადასხვა სიჩქარით ბრუნდებიან ზღვაში, ან ოკეანეში და ქმნიან საწინააღმდეგო დინებას. რიპი მდინარის ნაკადივით მიდის სანაპიროდან სიღრმისკენ, ჭრის ტალღებს. საფრთხე არამხოლოდ მათ ემუქრება, ვინც ზღვაში, ან ოკეანეში ბანაობს, არამედ - პლაჟზე, წყალთან ახლოს მყოფებსაც.

1. დინების შემჩნევა შესაძლებელია

თუ დაინახავთ, რომ წყლის ვიწრო ნაკადი სანაპიროდან ზღვისკენ, ან სანაპიროს გასწვრივ მიედინება, აუცილებლად მოერიდეთ.

ასევე, უფრთხილდით დინებებს, რომელიც განსხვავდება სხვა ტალღებისგან - რიპი, შესაძლოა, იყოს უფრო ქაფიანი, ანდა განსხვავებული ფერის.

2. ამოდით წყლიდან, თუ გრძნობთ, რომ დინებაში მოჰყევით. გაგრძელება