გარდაბანში ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

გარდაბანში ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის ტერიტორიაზე არსებულ ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.