"დიდი ხანია, აღარავისთვის მითქვამს "მიყვარხარ" - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია, აღარავისთვის მითქვამს "მიყვარხარ"

"როგორც ქართველ ქალს აქვს თავისი იერი, ასევე არიან სხვებიც. სულ რომ ათასი ქალი იყოს, მაინც მიხვდები, ქართველი რომელია"

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ბოლოდროინდელი ჯილდოს - "ოქროს ტალღის", საზაფხულო, დასვენებასთან დაკავშირებული თემების, პირადი ცხოვრებისა და მასზე სხვადასხვა დროს გავრცელებული "სულელური ჭორების" შესახებ გვესაუბრა, რომლებსაც უკვე "ერთ ყურშიც აღარ უშვებს".

"არანაირი მილიონები, სასახლეები და თანამდებობები არ მირჩევნია ამას!"

- ძალიან მიხარია, რომ ეს დაჯილდოება არსებობს, ხუთი "ოქროს ტალღა" მაქვს, აქედან ორჯერ - მთავარი პრემია ავიღე, წელს კი მე და სალომე ბაკურაძე გრან-პრის - წლის სიმღერის პრემიის მფლობელები გავხდით, თავისი ხუთი ათასი ლარით. ეს ჯილდოები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მთელი წელი რომ შრომობ, მერე გიფასდება. რადიოში ოთხი ახალი სიმღერა წარმოვადგინე და სამი ვიდეოკლიპი გადავიღე. ხალხი ამას აფასებს და ეს მომღერლისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. არანაირი მილიონები, სასახლეები და თანამდებობები არ მირჩევნია ამას. ჩემთვის მთავარი ხალხის სიყვარულია!

ცხელი ზაფხული, დასვენება სიგრილეში და ეგზოტიკური ზამთარი - რაც შეეხება ზაფხულსა და დასვენებას, ზამთარში, ჩვენთან ძალიან რომ ციოდა, მეგობრებთან ერთად, ეგვიპტეში წასვლა მოვახერხე. ზაფხულში, თბილისში რომ გაუსაძლისი სიცხეა, ბაკურიანი მიყვარს, თუმცა, ზამთარში არ ვგიჟდები იქაურობაზე. ზოგადად, სიგრილე მიყვარს მაშინ, როცა ცხელა და როცა დრო მაქვს, ყოველთვის მივდივარ იქ, საღამოობით ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. სითბო და სიცხე მაშინ მომწონს, როცა ჩვენთან ზამთარია და ამ დროს, სადმე ზღვისპირეთში მივდივარ. დიდხნიანი დასვენებები არ მიყვარს, ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დავბრუნდები, მუშაობას როდის დავიწყებ.

"ზოგ ქალაქში თავს ტურისტად ვერ ვგრძნობ" - სხვათა შორის, ბევრი ქალაქია ისეთი, სადაც უფრო შინაურულად ვარ და თავს ტურისტად, სტუმრად ვერ ვგრძნობ. მაგალითად, იტალიის რამდენიმე ქალაქი - რომი, მილანი, ვენეცია, ფლორენცია, ნეაპოლი. ახლახან პირველად ვიყავი ვენაში და ძალიან მომეწონა. ლონდონში როცა ვარ, მგონია, რომ სახლში ჩავედი. პარიზიც ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად მსიამოვნებს, როცა იქ იმ ადამიანებთან ერთად მივდივარ, რომლებიც ამ ქალაქში პირველად ჩადიან და მათთვის გიდი ვარ, შემიძლია სრული ექსკურსია ჩავუტარო. ბარსელონა, სტოკჰოლმი და შვედეთიც ძალიან მიყვარს. პრაღა კი ფავორიტია, ორჯერ ვარ ნამყოფი და ზღაპრულ ქალაქს მაგონებს. ევროპაში თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს, მხოლოდ პორტუგალიასა და პოლონეთში არ ვარ ნამყოფი. ევროპას თუ გავცდებით, ზოგადად, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ქალაქი ნიუ-იორკია. ეს არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ალბათ, რაღაც პერიოდი ვიცხოვრებდი.

"მხიბლავს, როდესაც ლამაზ ქალს ვხედავ" - ყველა ერს აქვს რაღაც თავისებური ხიბლი. სტანდარტები და დოგმები არ მაქვს, რომ ქალს თვალი ან თმა რომელიმე კონკრეტული ფერის უნდა ჰქონდეს. ზოგადად, ის უფრო მხიბლავს, როდესაც ლამაზ ქალს ვხედავ, რომელსაც კონკრეტული ერისთვის დამახასიათებელი შტრიხები აქვს და ვცნობ, რომელი ერის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. როგორც ქართველ ქალს აქვს თავისი იერი, ასევე არიან სხვებიც. სულ რომ ათასი ქალი იყოს, მაინც მიხვდები, ქართველი რომელია.

რომანი უცხოელ მანდილოსნებთან გაგრძელება