ფერადი კენჭებით შექმნილი სამყარო
ფერადი კენჭებით შექმნილი სამყარო
ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ზღვის­ სანაპიროზე, ტბისა თუ მდინარის პირას არაფერი შეედრება, მით უფრო მაშინ, როცა სასიამოვნოდ გატარებული დღეები არათუ დაუვიწყარ მოგონებად, ხელოვნების ნიმუშადაც კი შეიძლება აქციო. როგორ? შეაგროვეთ ფერადი კენჭები და ბოლომდე ჩაიკითხეთ ეს წერილი. ამ შედევრების ავტორი იტალიელი მსახიობი სტეფანო­ ფურლანია,­ რომელიც ზღვისპირა ქალაქში გაიზარდა და ბავშვობიდან ნაირფერი ქვების შეგროვებით იყო გატაცებული.
ერთ მშვენიერ დღეს ქვის უცნაური ფიგურებით ზღაპრული სურათების აწყობას შეუდგა. ბავშვური გატაცების კვალდაკვალ სტეფანოს ნელ-ნელა დაუგროვდა ნამდვილი
ხელოვნების ქმნილებები.

მისი ფერწერა ძალიან ბუნებრივი და ცოცხალია, მას ხომ თვით ბუნება ეხმარება ფერებით წერაში, მის მხატვრობას ხომ ქვაში არეკლილი ოთხი სტიქია აძლევს იდუმალ ფორმასა და ელფერს. მისი საღებავი ზღვის ტალღებია, ხოლო ფუნჯი მზის შუქი, რომელიც ქვებს ეტყობა.
განსაკუთრებით ემოციურია ის დინამიკური სურათები, სადაც ქვის ფიგურებისგან
შექმნილი ადამიანები მოძრაობენ, მღერიან, ცეკვავენ, სეირნობენ.
სტეფანოს შვილმაც მიჰბაძა და მამა-შვილი ერთად ქმნის ორიგინალურ ფერწერას, შემდეგ კი უსასყიდლოდ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, რათა სხვებმაც მიიღონ ის სითბო და ემოცია, რაც ამ "ტილოებიდან" იღვრება.

მოამზადა კახა მჭედლიშვილმა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები