"საბჭოთა ხელისუფლებამ თვალი საჩხერის სოფლებს დაადგა და ნახევარი­ მოსახლეობა აყარა.…"
08-05-2018
"საბჭოთა ხელისუფლებამ თვალი საჩხერის სოფლებს დაადგა და ნახევარი­ მოსახლეობა აყარა.…"
საჩხერის მუნიციპალიტეტში თსუ-ის ექსპედიციის მონაწილეები 50-მდე ნასო­ფლარს წააწყდნენ... ექსპე­დიცია დაიწყო ერთი პატარა პროექტით, რომელიც თსუ-ის გეოგრაფმა სტუდენტებმა "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების კვლევას" მიუძღვნეს. პროექტის რეკომენდატორი ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილია.

გიორგი დვალაშვილი: - წარმოშობით ჭიათურიდან ვარ, მრავალი წელია საჩ­ხერის მუნიციპალიტეტსაც ვიკვლევ, მეგონა, ვიცნობდი, მაგრამ მე და ჩემი სტუდენტები აქ ისეთ მიგრაციის კვალსა და ობიექტებს წავაწყდით, შეგვძრა: ჩვენ წინ 50-მდე ნასოფლარია გადაშლილი, საიდანაც მხოლოდ 60 წელიწადი გვაშორებს­. აქ 54 მოქმედი
სოფელია, 50 გაუდაბურებულ სოფელს კი დღეს სტატუსი აღარ აქვს.

- ამდენი ნასოფლარი ერთბაშად რატომ გაჩნდა და თანაც, მშვიდობიან პერიოდში?
- 1948-52 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეთნობალანსის შეცვლის მიზნით მორიგი გადასახლება გადაწყვიტა საზღვრ­ისპირა რეგიონებში (ადიგენში, მარნეულში, ლაგოდეხსა და სოხუმში). ამჯერად თვალი საჩხერის სოფლებს დაადგა და ნახევარი­ მოსახლეობა აყარა.…ეს,
ერთი მხრივ, გონივრული გადაწყვეტილება ტრაგედი­ად იქცა -…ადამიანებს აყვავებული კარ-მიდამოები დაატოვებინეს... მოგვიანებით რამდენიმე სოფელში (ჩონთო, ეთო, ეხვევი, უზუნთა, დურევი) ხალხი თავის ფუძეს დაუბრუნდა,­ მაგრამ ვინაიდან ეს ადგილები რუკაზე ამოშლილი იყო, უკან დაბრუნებულები მეზობელ მოქმედ სოფლებს მიაწერეს... აქაურობა ხელუხლებელ ედემს ჰგავს არა მხოლოდ სილამაზით, ზომიერი კლიმატითაც: თბილისში რომ +40 გრადუსი დავტოვე, ძირულას ხეობაში +28 გრადუსზე მეტი არ იყო. ამ 50 აყრილი სოფლიდან უკვე ნასახლარებიც აღარ არის შემორჩენილი, ჩანს მხოლოდ ყორეების ნაწილი და მოჩუხჩუხე წყაროები, რომელთა სახელები მოქმედი მეზობელი სოფლების მოსახლეობას კვლავ ახსოვს (მაგალითად, დავითის ან ღვთისმშობლის წყარო)…და კიდევ ალაგ-ალაგ დაბურული კორომები, სადაც ნაეკლესიარი ადგილებია. ეს კორომები ასე ხელშეუხებლად იმიტომაც შრიალებს, რომ წმინდა ადგილზე ამოსულ ხეს მოსაჭრელად ხელს არავინ ახლებს. ამ ადგილებში XVII საუკუნეში ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო და როგორც ჩანს, გაპობილი გალავნები სწორედ იმდროინდელია, შემდგომში კი უკვე 1991 წლის მიწისძვრაც ჩამოანგრევდა და ცხადია, მათ აღსადგენად არავინ გარჯილა. ერთ-ერთი ეკლესია, რომლის აღდგენა საბედნიეროდ მიმდინარეობს, შუა საუკუნეების ურუნას ეკლესიაა... ძირულას ხეობაში, სოფელ ღოდორას მახლობლად, აქედან წასულების შთამომ­ავლები ვარდობის დღესასწაულზე ამოდიან. ვარდობა პეტრე-პავლობის…მარხვის­ დასაწყისში აღინიშნება. სოფლების სახელ­ები, რომლებიც სუფთა ქართულია, საუკუნოვან კვალზე მეტყველებს. მაგალითად, დამწვარა, ქვაყუნთია, ჭაბუკმთა, საკანაპურა, დედაბერა, საბანყური... ტოპონიმიკა ერის ისტორიის განძია, შესაძლოა მტერმა­ ან ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ყველაფერი­ წაშალოს, მაგრამ ტოპონიმიკა რჩება და ის ღაღადებს, მიწა სინამდვილეში ვისია. ამ დაცარიელებული სოფლების ტოპონიმ­იკა უნდა გადავარჩინოთ, ამისთვის კი კვლევაა აუცილებელი. უძველესი ნასაყდრალებიც საკვლევია, არქეოლოგებმა შესაძლოა მეცნიერულ აღმოჩენებს დაუდონ სათავე.

- ტურიზმს რა პერსპექტივები აქვს აქ?
- იშვიათად მეგულება მსგავსი სილამაზის ადგილები. მთავარია, შევისწავლოთ და მომავალში მაინც გამოვიყენოთ.

მოამზადა ეთერ ერაძემ
keti
05 აგვისტო 2018 14:45
საცჰხერის რაიონი ადრე კალაკ საცჰხერეს ედზახდნენ კოველტვის გამოირცჰეოდა არა მარტო 50 ი ცლი ცინ მეტი მრავალი ცლების ცინაც იკო ერტადერტი ადგილი კომუნისტების დროსაც გამორცეული დზვირპასი არისტოკრატიული ცრის განატლებული მოკალაკეების მოსასვენებელეი ადგილიც კი იკო დზველი რომ იტკვიან კარგი ოჯახები ტბილისელებისაც იკ დაცჰებიც კი აიგეს ბევრი ტბილისელი მუსჰაობდა მრავალი ცლების ცინ საცჰხერის სკოლებსჰიც დამსახურებული მასცავლებლებიც იკვნენ მარტლაც ბევრი რამ იმალება საცჰხერის რაიონსჰი ისტორიული ტუ გეოგრაპიული ტვლალსაზრისიტ არა მარტო ცჰამოტვლილ სოპლებზე არამედ მტელი საცჰხერის რაიონის სოპლებზე რომ დავიცკოტ კვლევა ბევრ ახალ რამეს გადავაცკდებიტ 1991 ცლიდან ნამდვილად სჰეიცვალა საცჰხერის რაიონი ის აგარ არის რაც იკო ადრე მიცისდზვრამ მარტლაც სჰეცვალა კველანაირად ტიტკმის დაცლილია კიდეც სოპლები საცჰხერის რაიონს ისეტი ფაერი აკვს უკეტესი ბორჯომზე ბავსჰვებისტვის და დიდებისტვისაც მოსუსტებულ ბავსჰვებს მახსოვს იდზახდნენ ცაიკვანე საცჰხერესჰი და ნახავ როგორ ცჰამოიკვან 0რ კვირასჰიო კარგია ტუ დაიცკება კვლევა და კველაპერტან ერტად იმ დაკარგულ ისტორიულ საკიტხებსაც გავეცნობიტ რაც არ ვიციტ დგემდე

რედაქტორის რჩევით