"მხოლოდ საქართველოშია, რომ აუცილებლად მაგარ ფორმაში უნდა იყო, თორემ..." - კვირის პალიტრა

"მხოლოდ საქართველოშია, რომ აუცილებლად მაგარ ფორმაში უნდა იყო, თორემ..."

"მის პლანეტა 2017" - 23 წლის ლიზი წიგნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანები დაკომპლექსებულები არიან: ზოგი პლაჟზე საცურაო კოსტიუმითაც კი არ გადის, რადგან მიიჩნევს, რომ სხეულის იდეალური ფორმები არ აქვს; სამაგიეროდ, საზღვაო სამოსთან დაკავშირებით, ბიჭებს გემოვნება დაეხვეწათ და პლაჟზე, საცვლების ნაცვლად, ახლა საცურაო კოსტიუმები აცვიათ...

- ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია. ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა არ მიყვარს. ამიტომ მსიამოვნებს, როდესაც ზამთრის სამოსს სხეულიდან ვიშორებ. ზაფხული ხალისიანი პერიოდია. ყველა ბედნიერია, თავს კარგად გრძნობს, სამეგობრო იკრიბება... ზამთარში იმდენი გასართობიც არ არის, რამდენიც ზაფხულში.

- როგორ იწყება შენთვის ზაფხული? - ძირითადად, ჩემი ზაფხული ასე იწყება: ჯერ თბილისში ვარ, შემდეგ კი ბათუმში მივემგზავრები, რადგან "აჭარა ფეშენ ვიკი" ტარდება.

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ? - სიცხე დიდად არ მიყვარს, ამიტომ რაც შეიძლება გრილ ადგილას ყოფნა მირჩევნია, მაგალითად, აგარაკზე.

- ნაზმეური გიყვარს? - კი, მიყვარს. აუზზე მივდივარ ხოლმე, ოღონდ - იშვიათად. იმ პერიოდს ველოდები, როდესაც ზღვაზე წავალ და იქ დავისვენებ.

- გარუჯვა შენთვის მოსაწყენი პროცესია? - გასარუჯად მარტო არასდროს გავდივარ. შესაბამისად, რომ გითხრათ, ჩემთვის წყნარად ვწევარ-მეთქი, სიმართლე არ იქნება. მეგობრებთან ერთად ვარ და ყოველთვის კარგ დროს ვატარებ. ძირითადად, ვსაუბრობთ.

- კარგად ცურავ? - არა და ამიტომ წყალში ღრმად არასდროს შევდივარ - ყოველთვის ჩემი სიმაღლის შესაფერისად ანუ იქამდე, სადამდეც ფსკერზე ფეხის დადება შემიძლია.

- საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებულ მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებ? - ჩემი აზრით, როგორი საცურაო კოსტიუმიც გიხდება, ისეთი უნდა გეცვას. თუ არ გიხდება, მხოლოდ მოდური ტენდენციის გამო არ უნდა ჩაიცვა.

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას, რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას? - ცისფერი, ვარდისფერი, თეთრი და შავი მომწონს.

- საზაფხულო გარდერობს ყოველწლიურად აახლებ? - კი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში, უკვე ტენდენციებს მივყვები. გაგრძელება