ვინ არის "შანელის" სახლის ქართველი კალიგრაფი?
ვინ არის "შანელის" სახლის ქართველი კალიგრაფი?
ქართველი კალიგრაფი გიორგი სისაური, რომელმაც ქართულ ანბანს მეორე სიცოცხლე შესძინა და ხელოვნების ნიმუშად აქცია, ცნობილი მოდის სახლის "შანელის" ყურადღების ცენტრში მოექცა და "შანელის" მოდის სახლის კალიგრაფი გახდა. როგორც აღმოჩნდა, შანელის სახლის წარმომადგენლები რუსეთში ახალი კოლექციის წარდგენას აპირებდნენ, სტუმრებისთვის ყველაზე ორიგინალური და საინტერესო მოსაწვევები სჭირდებოდათ, საბოლოოდ კი ისინი გიორგის დაუკავშირდენ.
გიორგი სისაური:
"უკვე დიდი ხანია ვქმნი ქართულ ხელნაწერებს და ამისთვის სხვადასხვა ტექნიკა შევიმუშავე, ერთ დღესაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით, "შანელის" სახლის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ.
როგორც აღმოჩნდა, კალიგრაფი სჭირდებოდათ. ჰქონდათ გამოცხადებული შესარჩევი ეტაპი, თუმცა 30 აპლიკანტიდან არცერთი კონკურსანტი არ მოეწონათ. საბოლოოდ, ჩემს შესახებ გაიგეს და მთხოვეს ხელნაწერები რუსულ ენაზე შემექმნა.
ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო ეს, რადგან აქამდე მხოლოდ ქართული ანბანით ვწერდი, ამჯერად კი რუსულად უნ
და დამეწერა. შესარჩევმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და მოსაწვევებზე, რომელიც სპეციალური სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი, კოკო შანელის გამონათქვამები უნდა დამეწერა.
როგორც შემდეგ გავიგე, სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ განსხვავებული და საინტერესო მოსაწვევებით.

"შანელის" სახლის წარმომადგენლები სამომავლოდაც გეგმავენ მსგავსი პროექტის გაკეთებას. გაფართოვდა ასპარეზი და ითხოვენ, რომ შემდეგ ღონისძიებებზეც მე გავაფორმო მოსაწვევები და ბარათები, სადაც კი საჭირო იქნება კალიგრაფიული სამუშაოს შესრულება".


ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ლელა კობახიძე
28 ივლისი 2018 09:03
საამაყო ახალგაზრდა! უნიჭიერესი! კიდევ მრავალი წარმატებით ასახელებს ჩვენს ქვეყანას!
Nino
28 ივლისი 2018 02:24
moxaruli var chveni carmatebit.bravo
მოდური გოგო
27 ივლისი 2018 16:04
როგორი შანელური ბიჯია,, მომზონსს.. წარმატევები ბიჭი ზხოვრებაშიც და ისეც
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები