მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა - ბეჭდაუდებელი ფალავანი
მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა - ბეჭდაუდებელი ფალავანი
საქართველო ლეგენდარული ფალ­ავნების სამშობლოა. საუკუნეების სიღრმიდან ამოჩქეფს­ ქართ­ული ჭიდაობის გენია, რაც საერთაშორისო ასპარეზ­ზეც არაე­­რ­თ­ხელ დამტკიცებ­ულა. მაგრამ­ იმ სახელოვან­ მოჭიდავეებს შორის ცოტას თუ რგებია ბეჭდაუდებელი ფალ­ავნის ტიტული. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო იოსებ ჯიმითელი-გეთიაშვილი, რომელიც XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს თბილისში ცნობილ ქართველ მოჭიდავეთა ამქარში­ იდგა, ისეთი დიდი მოჭიდავეების­ გვერდით, როგორიც იყვნენ კულა გლდანელი-ყირიმელი, შაშო ვერელი, კოსტა მაისურაძე, თედო ლილოელი და სხვ.
იოსებ გეთიაშვილი კახეთის გულში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში
დაიბადა, კალოს პირას, ანეულში გაუგო­ გემო პირველად მამაპაპურ ტატამს. მას შემდეგ უამრავი ჯილდო აიღო არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც, მონაწილეობდა მეზობელ ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებშიც და სამშობლოში დამარცხებული არასოდეს დაბრუნებულა.
მისი ჭიდაობის მხილველები ჰყვებოდნენ, რომ მეტოქეზე ჯიქურ მიდიოდა და რკინისებრი გამძლეობით გამოირჩეოდა. იმდროინდელ პრესაში, რომელიც სისტემატურად
აშუქებდა დედაქალაქში გამართულ საჭიდაო ტურნირებს, ნათქვამია, თუ როგორ დაამარცხა ჯიმითელმა ერთმანეთის მიყოლებით თედო ლილოელი და შაშო ვერელი.

იოსებ გეთიაშვილს კვალში უდგას თავისი შვილთაშვილის შვილი, პატარა იოსებ­ გეთიაშვილი. ის სულ ორი წლისაა, მაგრამ თუ შეეკითხებით, ვინ უნდა გამოხვიდეო, ამაყად გიპასუხებთ: "დიიდ პაპასავით ბეჭდაუდებელი ფალავანიო".

კახა მჭედლიშვილი
uuu
08 სექტემბერი 2018 16:35
საღოლ..რაც კარგია,კარგია! წარმატებები მომავალში!
ლევანი
06 აგვისტო 2018 00:19
მამაპაპურმა ტატამმა დაგლიჯა.
გიორგი
05 აგვისტო 2018 22:30
გული არ გაიტეხო კახა, მაინც ძალიან კარგი სტატიაა. მეტი გეწეროს მზგავსი სტატიები.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები