"ჩემ შესახებ ნათქვამი ეს ფრაზა ბევრჯერ გამიგონია: საწყალი, არადა, რა კარგი გოგოაო..."
02-08-2018
"ჩემ შესახებ ნათქვამი ეს ფრაზა ბევრჯერ გამიგონია: საწყალი, არადა, რა კარგი გოგოაო..."
ქუჩაში ტალახში ამოგანგლულ ცისფერთვალება, კულულათმიან გოგონას და მასთან ერთად უწყინარი გამომეტყველებით მიმავალ ტალახიან ძაღლს თუ დაინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, "ბარბარიკას" ენდიმ მორიგი ოინი მოუწყო: ენდი ლაბრადორის ჯიშის 2 წლის ძაღლი გახლავთ, რომელიც ტელეწამყვანთან და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობთან - თაკო კორინთელთან მეგობრობს. ის ჯიუტი და ოინების მოყვარულია, თუმცა მეგობრის თანაგრძნობა და გვერდით დგომაც არ ეშლება.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი გულახდილი ინტერვიუდან:

"როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება,
ენდიზე ზრუნვას ვუთმობ. სულ საათს ვუყურებ. შინიდან სხვა საქმის გამოც რომ ვიყო გასული, ყოველთვის ვრეკავ, - ენდი რას შვრება, როგორ არის-მეთქი? ზუსტად ვიცი, სასეირნოდ რომელ საათზე უნდა გავიყვანო. გიჟივით მოვრბივარ, ვასეირნებ და მერე ისევ საქმეს ვაგრძელებ, თუმცა თუ თავისუფალი დღე მაქვს და გარეთ გამყავს, დროს
ვეღარ ვგრძნობ - შეიძლება, 6-7 საათი გარეთ ვიბოდიალოთ..."

"ჩვენი სეირნობა ძალიან სასაცილოა. მე ვასეირნებ ენდის თუ პირიქით, დღემდე ვერ გავიგე. დამათრევს და ხან რომელი ბუჩქიდან ამოვხტები, ხან - რომლიდან. მგონი, ხალხს გიჟი ვგონივარ. საშინლად მოუსვენარი, ცანცარა ძაღლია და სულ დარბის. თითქმის ორ დღეში ერთხელ მაინც ხდება ასეთი რაღაც: გამექცევა (მაგალითად, უცებ კატას გაეკიდება), მე კი უკან მივდევ. ისეთი ჯიუტია, რომ როცა ვუყვირი, - ენდი, ახლა დაგიჭერ და ძალიან მაგრად გცემ-მეთქი, უკან იყურება და თან, ჯიბრით, სისწრაფეს უმატებს..."

"ვიდრე ენდი მეყოლებოდა, მანამდე ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ძაღლს ველაპარაკებიო, მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ცოტათი ეჭვი შემეპარებოდა. ახლა ასე არ ვფიქრობ, რადგან ენდი ჩვეულებრივი პიროვნება და "ადამიანია" - ერთადერთი, ვერ ლაპარაკობს. ვისაც ძაღლი ჰყავს, ის მიხვდება, რასაც ვამბობ. ვისაც არ ჰყავს, მას შეიძლება, გიჟი ვეგონო და ვგონივარ კიდეც, რადგან ჩემ შესახებ ნათქვამი ეს ფრაზა ბევრჯერ გამიგონია: საწყალი, არადა, რა კარგი გოგოაო..."


ეთო ყორღანაშვილი
მარი
04 აგვისტო 2018 12:31
საწყალი,მართლა კარგი გოგო მეგონა!!!რა კარგი გოგოა!!!
Ani
04 აგვისტო 2018 00:49
ეჰ , რას იზამ , ზოგიერთს ცხოველები ადსმიანებად მიაჩნიათ და ავიწყდებათ რომ თუ ამდენი ენერგია, დრო და ფული( ცხოველის მოვლა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა) აქვთ უპატრონო ბავშვს მოუარონ , მადლი ჰქნან ამ ქვეყნად ის აჯობებს.
abc-s
03 აგვისტო 2018 21:54
შვილს თავისი ადგილი აქვს და ძაღლს თავისი, ხოდა ნუ შეაწუხეთ გული. ბევრი მინახავს შვილებისგან 0 სითბოს რომ იღებს, ძაღლის შემთხვევაში კი გარანტირებულია მადლიერება და ერთგულება, მაააშ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები